,,სააკაშვილი უბრალოდ იტყუება”- მამუკა მდინარაძე

,,ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმა გამოხატეს შეშფოთება სააკაშვილის მდგომარეობაზე, რომელიც სინამდვილეში დაფუძნებულია ფეიკზე,”- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილი ”თუ გააგრძელებას თვითდაზიანებას, პასუხისმგებლობა იქნება მასზე. პენიტენციური სამსახური პასუხს აგებს ნებისმიერ პატიმარზე, თუ ის არ ეწევა თვითდაზიანებას“.

„იუსტიციის მინისტრი და ევროკავშირის ელჩი საუბრობენ ერთსა და იმავე რაღაცას, რომ განხორციელდა დემარში და დემარშის შინაარსი გახლდათ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით შეშფოთება. პასუხად მათ მიიღეს დეტალური განმარტება. არც გადაყვანაზე და არც მსგავს საკითხებზე ამ დემარშის დროს საუბარი არ ყოფილა. ჩვენ თუ მივეჩვიეთ, რომ ერთი მხარე და მეორე მხარე შეხვედრაზე რასაც ამბობდნენ, ის კი არ დავიჯერეთ, მესამე რასაც იტყუება, ის დავიჯერეთ, მაშინ საზოგადოებას მოვატყუებთ. მე არ ვაპირებ საზოგადოების მოტყუებას. რაც შეეხება გავლენას, საქართველოს კანონმდებლობაში არ არსებობს არანაირი მუხლი, ნორმა, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს პენიტენციურ სისტემაში არსებული მსჯავრდებულის უცხოეთში გადაყვანას, თუ ვინმე ამას ამბობს, ისიც გვასწავლოს, სად არის ეს მუხლი. ასეთი მუხლი არ არსებობს ქართულ კანონმდებლობაში. მთავარია, რომ ეს ყველაფერი ფეიკპიარის ტრენდის გაგრძელებაა, სააკაშვილი უბრალოდ იტყუება და თუ ვინმეს უნდა, მართლა მის ჯანმრთელობაზე იზრუნოს, უნდა იცოდეს, რომ ორმაგი კალორია მიიღოს, ნუ დადის რისკზე, ნუ იყენებს თვითდაზიანებას“, – განაცხადა მდინარაძემ.

ევროკავშირის ელჩმა იუსტიციის მინისტრს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული დემარში გადასცა

მსგავსი თემები