აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ჩინეთს აფრთხილებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ჩინეთს აფრთხილებს, რომ რუსეთისთვის ლეტალური იარაღის მიწოდებას ტრაგიკული შედეგები მოჰყვება, პირველ რიგში კი, უკრაინელი ხალხისთვის.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადებით, არსებობს კითხვები ჩინეთის მიერ რუსეთისთვის გაწეული სხვა ტიპის დახმარებებთან დაკავშირებით.

„ეს არის კითხვები, რომელზეც პასუხი უნდა გასცეს ქვეყანამ, რომელიც თავის ნეიტრალიტეტის შესახებ აცხადებს ამ სასტიკ, აგრესიულ ომში“, – განაცხადა პრაისმა.

მსგავსი თემები