,,უკრაინა ცის დაცვას სრულად მხოლოდ მაშინ შეძლებს, როდესაც პარტნიორებთან ურთიერთობებში საავიაციო ტაბუ გაუქმდება”- ზელენსკი

უკრაინა ცის დაცვას სრულად მხოლოდ მაშინ შეძლებს, როდესაც პარტნიორებთან ურთიერთობებში საავიაციო ტაბუ გაუქმდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინაზე ირანული დრონებით შეტევა განხორციელდა.

„დღე დაიწყო ირანული დრონებიდან თავდასხმით. მათი უმეტესობის ჩამოგდება შევძელით, 14-დან 11-ის. სამწუხაროდ, იყო მსხვერპლიც. დაშავდა ხმელნიცკში საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის სამი თანამშრომელი, ორი დაიღუპა. ჩემი სამძიმარი ოჯახებს. უპირველეს ყოვლისა, სწორედ ამიტომ გვჭირდება საჰაერო თავდაცვის საავიაციო კომპონენტი – თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავები, რათა შევძლოთ რუსული ტერორისგან ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. საჰაერო თავდაცვა სრულფასოვანია მაშინ, როდესაც მას უზრუნველყოფს თანამედროვე ავიაციაც. ჩვენი მფრინავები ჩვენს მეზენიტეებთან, ყველა მეომართან და საჰაერო თავდაცვის ძალების ყველა სპეციალისტთან ერთად უკვე აკეთებენ დიდ საქმეს, თუმცა ცის მთლიანად დაცვას მხოლოდ მაშინ შევძლებთ, როდესაც გაუქმდება ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობებში საავიაციო ტაბუ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები