„შემდეგი 5-7 კილოგრამის დაკარგვის შემდეგ, ის საწოლზე მიჯაჭვული გახდება“ – ექიმთა ჯგუფი მიხეილ სააკაშვილზე

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი  სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო დასკვნას აქვეყნებს. დოკუმენტის მიხედვით, წონის კლების კიდევ გაგრძელების შემთხვევაშ, მესამე პრეზიდენტი საწოლს მიეჯაჭვება.

„პაციენტი შესულია აქტიური კატაბოლიზმის ფაზაში. შემდეგი 5-7 კილოგრამის დაკარგვის შემდეგ ის საწოლზე მიჯაჭვული გახდება, რადგანაც მთლიანად განლეული ექნება ქვედა კიდურების კუნთები და სისუსტის გამო ვერ შეძლებს მოძრაობას. ამ სისწრაფით წონის კლებისას მოსალოდნელია ამ ნიშნულამდე მიღწევა 1-2 თვეში. მისთვის კრიტიკულ წონას წარმოადგენს 52-53 კილოგრამი, რის შემდეგადაც დაიწყება ორგანიზმის შეუქცევადი ცვლილებები“ – ვკითხულობთ დოკუმენტში.

მსგავსი თემები