,,ბახმუტის მიმართულებით სიტუაცია სულ უფრო რთულდება”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ბახმუტის მიმართულებით სიტუაცია სულ უფრო რთულდება. მისი თქმით, ოკუპანტები ანადგურებენ ყველაფერს, რაც უკრაინულ მხარეს შეუძლია გამოიყენონ თავიანთი პოზიციების დასაცავად.

“ბახმუტის მიმართულება – სიტუაცია სულ უფრო რთულდება. მტერი მუდმივად ანადგურებს ყველაფერს, რაც შეიძლება გამოვიყენოთ ჩვენი პოზიციების დასაცავად, კონსოლიდაციისა და თავდაცვის უზრუნველსაყოფად. ჩვენი მეომრები, რომლებიც იცავენ ბახმუტის სექტორს, ნამდვილი გმირები არიან”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები