იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა

იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ გააფართოვა. სანქცირებულთა სიას 48 ფიზიკური პირი და 94 ორგანიზაცია შეემატა.

სანქციები შეეხო თავდაცვის მინისტრის მოადგილე ვიქტორ გორემიკინი და კონცერნ „კალაშნიკოვის“ პრეზიდენტი ალან ლუშნიკოვი.

ამასთან, სანქციები შეეხო თვითგამოცხადებული დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რეჟიმის წარმომადგენლებს, რომლებიც დაკავშირებული არიან რუსულ ანექსიასთან.

მსგავსი თემები