უნგრეთი წინააღმდეგი იყო, სააკაშვილთან დაკავშირებით, მინისტრისთვის დემარში გადაეცათ

გუშინ, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ, ევროკავშირის ელჩისგან სააკაშვილთან დაკავშირებით ოფიციალური დემარაშის დოკუმენტი მიიღო. დოკუმენტს ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყანა აწერს ხელს.

საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, თავდაპირველად, უნგრეთი წინააღმდეგი იყო დემარშისთვის ხელი მოეწერა, თუმცა, სხვა ქვეყნებმა ის დაარწმუნეს და უნგრეთის ხელმოწერაც გაჩნდა.

დოკუმენტი პოლონეთის მიერ იყო ინიცირებული. ეს არის პროტესტის ფორმა, რომელიც დიპლომატიურ ენაზე დემარშად ითარგმნება. სწორედ აღნიშნული დოკუმენტი გადასცა ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძეს.

პოლონური მხარე კი ისევ ითხოვს მიხეილ სააკაშვილის გადაცემას მკურნალობის მიზნით.

ევროკავშირის ელჩმა იუსტიციის მინისტრს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული დემარში გადასცა

მსგავსი თემები