„იმედი მაქვს, ეს ინიციატივა კანონად არ გადაიქცევა“ – ევროკავშირის ელჩი

ევროკავშირის ელჩი საქართვლოში – პაველ ჰერჩინსკი „ხალხის ძალის“ კანონპროექტთან დაკავშირებით მორიგ შეფასებას აკეთებს და იმედს იტოვებს, რომ კანონპროექტი კანონად არ იქცევა.

„მე ადრეც ვისაუბრე ამ კანონზე, ეს არასწორი გზავნილია, არასწორი დროა. ეს ინიციატივა ეწინააღმდეგება 12 პრიორიტეტიდან, სულ მცირე, ორს – სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის თავისუფლების პრიორიტეტებს. ასევე, მესმის, რომ ეს მხოლოდ ინიციატივაა, რომელიც ჯერ არ არის სათანადოდ განხილული, ასე რომ, ჯერ არის დრო. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ეს ინიციატივა კანონად არ გადაიქცევა“ – განაცხადა ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან.

 

მსგავსი თემები