„სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანაზე საუბარი არ ყოფილა“ – იუსტიციის მინისტრი

იუსტიციის მინისტრი ევროკავშირის ელჩთან შეხვედრასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განმარტებას აკეთებს. როგორც რატი ბრეგაძე აცხადებს, დიპლომატთან შეხვედრასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია გავრცელდა.

„3 სიმართლესთან შეუსაბამო ინფორმაცია გავრცელდა დროის მოკლე მონაკვეთში. დღევანდელ შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი საზღვარგარეთ, მითუმეტეს რომელიმე კონკრეტულ ქვეყანაში, გადაყვანაზე. პატივს ვცემ მედიის თავისუფლებას, თუმცა საზოგადოება უნდა იყოს სწორად ინფორმირებული“ – აცხადებს რატი ბრეგაძე.

შეგახსენებთ, რომ დღეს, იუსტიციის სამინისტროში ევროკავშირის ელჩი იმყოფებოდა, რომელმაც მინისტრს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დემარში გადასცა.

 

მსგავსი თემები