„ზედამხედველობის გარეშე პაციენტის მოძრაობა სახიფათოა“ – დასკვნა მიხეილ სააკაშვილზე

საქართველოს სახალხო დამცველის მიერ მოწვეული ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად რთულია, მისი დამოუკიდებლად მოძრაობა სახიფათოა.

გაღრმავებულია პერიფერული და აუტონომიური ნევროპათია, რაც წამოდგომისას იწვევს წნევის კრიტიკულ ვარდნას. ამჟამად ზედამხედველობის გარეშე პაციენტის მოძრაობა სახიფათოა,  რადგანაც ძალიან მაღალია დავარდნის, სხეულის დაზიანების/მოტეხილობების რისკი. ამ უკანასკნელის განვითარების შემთხვევაში, კახექსიური სხეულის რესურსი იმისათვის რომ ჭრილობა ან მოტეხილობა შეხორცდეს არის ძალიან დაბალი, რაც გამოიწვევს სხვა კრიტიკული გართულებების (სისხლჩაქცევა, ინფექცია, ღრმა ვენების თრომბოზი და ა.შ) კასკადურ განვითარებას ლეტალური გამოსავლის მაღალი ალბათობით“ – ვკითხულობთ დასკვნაში, რომელსაც ხელს აწერენ:

გიორგი გრიგოლია; გრიგოლი ხურციძე; გიორგი კაჭარავა; გიორგი პაპიაშვილი; თენგიზ წულაძე და ნინო ზავრაშვილი

 

მსგავსი თემები