,,აქამდე გვეგონა, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის გასაღები იყო ბრიუსელში, თურმე ყოფილა ვივამედში”- გურამ მაჭარაშვილი

,,ჩვენ აქამდე გვეგონა, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის გასაღები იყო ბრიუსელში, თურმე ყოფილა ვივამედში,”- ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა  გურამ მაჭარაშვილმა მაჭარაშვილმა განაცხადა.

დეპუტატის თქმით, საკითხავია საპარლამენტო დელეგაცია უფრო მეტს ბრიუსელში უნდა დადიოდეს თუ ვივამედში.

,,ჩვენ აქამდე გვეგონა, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის გასაღები იყო ბრიუსელში, თურმე ყოფილა ვივამედში. ახლა რაც გვითხრა ევროკავშირის ელჩმა, ამას ნიშნავს ზუსტად. ჩვენი საპარლამენტო დელეგაცია უფრო მეტს ბრიუსელში უნდა დადიოდეს თუ ვივამედში, ეს ცოტა საკითხავია. როგორ შეიძლება ევროკავშირის ელჩმა ასეთი რამ განაცხადოს, რასაც თვითონ აღიარებენ, ჩვენ ვამბობთ, ჩვენი ლტოლვა ევროინტეგრაციის დაიყვანო კრიმინალ სააკაშვილის უკანონოდ გათავისუფლებაზე, რასაც სხვათა შორის, ევროპული საერთაშორისო სასამართლოც კი ეთანხმება,”- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ევროკავშირის ელჩმა იუსტიციის მინისტრს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული დემარში გადასცა

მსგავსი თემები