იაპონია უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის 170 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს

უკრაინის რეკონსტრუქციის საკითხებში ვიცე-პრემიერის, ტერიტორიებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრის, ალექსანდრე კუბრაკოვის განცხადებით, იაპონია უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის 170 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს.

„აღდგენის ამ ეტაპზე უდავო პრიორიტეტია კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენა, რომელიც აუცილებელია მოქალაქეების ძირითადი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ეს არის აუცილებელი ნაბიჯი უკრაინელების სახლებში დასაბრუნებლად და რეგიონების ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისთვის“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, დახმარება მოიცავს იაპონელი პარტნიორების მიერ აღდგენისთვის საჭირო საქონლისა და მომსახურების მიწოდებას.

მსგავსი თემები