ავსტრიის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა

ავსტრიის პრეზიდენტი ალექსანდერ ვან დერ ბელენი კიევში ჩავიდა. ამის შესახებ ბელენი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.

„ჩამოვედი კიევში. ომიდან თითქმის ერთ წლის შემდეგ უკრაინა დავიწყებული არ არის. პრეზიდენტ ზელენსკისა და უკრაინის მამაც ხალხთან ერთად ჩვენ ვიცავთ ევროპულ ღირებულებებს“, – განაცხადა ავსტრიის პრეზიდენტმა.

ავსტრიის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.

„კი, ავსტრია არის ნეიტრალური საომარი მიმართულებით, მაგრამ ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ვართ ნეიტრალურები ჩვენს დამოკიდებულებაში. უკრაინელები იბრძვიან თავისი ქვეყნისთვის და თავისი ბავშვების მომავლისთვის და ჩვენ მათ ამაში ვეხმარებით“, – განაცხადა ავსტრიის პრეზიდენტმა.

 

მსგავსი თემები