მინისტრის განცხადებით, სააკაშვილის მდგომარეობა ნორმის ფარგლებშია

„პაციენტის ფიზიოლოგიური პარამეტრები რჩება ნორმის ფარგლებში. თუნდაც მასის ინდექსი არ შეესაბამება რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობის პარამეტრებს, რაც საბოლოო ჯამში გულისხმობს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანის ობიექტური მიზეზი არ არსებობს“ – აცხადებს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე.

მისივე შეფასებით,  პაციენტის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად საჭიროა კვება.

„შესაბამისად საზოგადოებამ აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ ჯანმრთელობისთვის საჭირო ღონისძიება, კერძოდ პარენტერალური კვება, რომლის განხორციელებაც თავისუფლად არის შესაძლებელი იმ პალატაში, სადაც იმყოფება მსჯავრდებული სააკაშვილი, ვერ ტარდება თავად პატიმრის უარის გამო და ექიმს არ ეძლევა პატიმრის ჯანმრთელობაზე ზრუნვის სათანადო შესაძლებლობა, ხოლო ულტიმატუმი და თვითდაზიანებით მუქარა ჩვენთვის და მთელი საზოგადოებისთვის არის კატეგორიულად მიუღებელი“, – აცხადებს რატი ბრეგაძე.

მსგავსი თემები