,,თუ პაციენტი წონაში კლებას გააგრძელებს და 52 კგ ნაკლებზე ჩამოვა, მოკვდება” – თენგიზ წულაძე

,,თუ პაციენტი წონაში კლებას გააგრძელებს, გადააჭარბებს სხეულის მასის ინდექსს და 52 კილოზე ნაკლებზე ჩამოვა, მოკვდება, ადამიანი მეტს ვეღარ გაუძლებს,”- ამის შესახებ სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრმა, თენგიზ წულაძემ მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე განაცხადა.

წულაძის თქმით, ანორექსია და კახექსია მადის დაქვეითებას იწვევს და ამ პროცესს პაციენტი ვერ მართავს.

,,წონის კლება ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. წონის კლება არის ის, რასაც შეიძლება მძიმე შედეგი მოჰყვეს. კახექსია მარტო შიმშილობა არ არის. ესაა წონაში კლება. კახექსია ბევრ დაავადებებთან არის დაკავშირებული რომელიც ამ პაციენტს არ აქვს და პროტოკოლით თუ მივუდგებით, ეს მთლად შიმშილით არაა გამოწვეული. ესაა ანემია და ტემპერატურა, რომლის გამომწვევი მიზეზი უცნობია. კახექსია სიცოცხლის ხანგრძლივობას მკვეთრად შეეხება,”- განაცხადა თენგიზ წულაძემ.

მსგავსი თემები