,,კრიმინალებს, რომლებიც მთავრობის სხდომაზე სხედან, ხელები მოემტვრევათ”- ლევან ხაბეიშვილი

,,კრიმინალებს, რომლებიც მთავრობის სხდომაზე, ღარიბაშვილ მთავარ კრიმინალთან ერთად სხედან, ხელები მოემტვრევათ დოკუმენტაციის გაყალბების გამო,”- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაშია  ქვეყანაში სხვა პოლიტიკური დღის წესრიგი ვერ იქნება.

,,მნიშვნელოვანია სასამართლო პროცესები დასრულდეს სწრაფად, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ყველამ კარგად უნდა იცოდეს, სანამ მიშა სააკაშვილი არის მძევლობაში და ტყვეობაში, სხვა პოლიტიკური დღის წესრიგი ამ ქვეყანაში ვერ იქნება. კიდევ ვამბობ, ის კრიმინალები, რომლებიც მთავრობის სხდომაზე, ღარიბაშვილ მთავარ კრიმინალთან ერთად სხედან, ხელები მოემტვრევათ დოკუმენტაციის გაყალბების გამო”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

მსგავსი თემები