საფრანგეთში, 10 თვის წინ გაუჩინარებული საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს

საფრანგეთის პოლიციამ 2022 წლის აპრილში გაუჩინარებული საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვა. ფრანგული მედიის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკარგული კაცის ცხედარი  ლუარა-ატლანტიკის მანქანების ნაგავსაყრელზე ნახეს. “მათ გაიარეს 30 კილომეტრზე მეტი ნანტიდან, გადაიარეს მინდვრები, სანამ არ მივიდნენ ძველ ფარდულში, მიტოვებულ მანქანების ნაგავსაყრელთან. მსხვერპლი ჩააგდეს ორმოში, რომელიც დაფარული იყო ბეტონის ფილებით” ,- წერს ფრანგული მედია. ცნობილი ხდება, რომ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის საქმეზე გამომძიებლებმა ჯამში 19-დან 22 წლამდე ასაკის ექვსი ეჭვმიტანილი დააკავეს. სამი ფრანგი, ერთი გერმანელი, ერთი რუსი და ერთი ქართველი. სავარაუდო დამნაშევეებმა დანაშაული პოლიციაში აღიარეს.  დაკავებულთაგან სამს ავტომობილის დაწვას, სამს კი განზრახ მკვლელობას ედავებიან. ადგილობრივი პრესის ცნობით, მოკლული ელბრუსი გარაჯაევი 30…

მეტი...

,,ქართველი მეგობრების მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია”- ვიტალი კლიჩკო

ქალაქ კიევის მერი საქართველოს მთავრობას უკრაინისათვის გენერატორების გადაცემის გამო მადლობას უხდის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს წერილს უგზავნის. ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, უკრაინისთვის ქართველი მეგობრების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ასეთ მძიმე დროს, რაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიით არის გამოწვეული. „მსურს, გამოვხატო დიდი მადლიერება თქვენს მიმართ ღრმად პატივცემულო ბატონო მინისტრო და თქვენს მიმართ, ღრმადპატივცემულო ბატონო ელჩო, ზამთრის ამ კრიტიკულ მომენტში ოთხი მძლავრი გენერატორის გადმოცემისთვის. დარწმუნებულნი ვართ ჩვენს გამარჯვებაში და გეპატიჟებით ჩვენს გმირ ქალაქში ომის დასრულების შემდეგ“, – ნათქვამია ქალაქ კიევის მერის მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისადმი გაგზავნილ წერილში.  

მეტი...

ვარკეთილის მეტრო, რეაბილიტაციის გამო 2 თვით დაიხურება

9 თებერვლიდან „ვარკეთილის“ მეტროს რეაბილიტაცია დაიწყება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, სამუშაოების შესრულების ვადად 18 თვე განისაზღვრა. „ვიწყებთ „ვარკეთილის“ მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოებს. იცით, რომ დიდი პრობლემა იყო მთელი ამ ხნის განმავლობაში. გარკვეული სამუშაოები წინა მერის პერიოდში იყო განხორციელებული, თუმცა გვახსოვს ჩვენ რა სავალალო შედეგი მოხდა „ვარკეთილის“ მეტროში, მხედველობაში მაქვს მეტროს ჭერის ჩამონგრევა. შემდეგ ვერანაირად ვერ მოხერხდა ამ სამუშაოების განხორციელება. იყო ბევრი პრობლემები კომპანიებთან, პასუხისმგებლობის აღებასთან დაკავშირებით. კომპანია, რომელიც შეასრულებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს ეს არის კომპანია „ბადა კონსტრაქშენი“, რომელიც ასევე „ავლაბრის“ მეტროს…

მეტი...

,,ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი პირველი აპრილიდან ამოქმედდება”- კახა კალაძე

ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი პირველი აპრილიდან ამოქმედდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ამ მიმართულებით შემუშავებულ ცვლილებებს ხვალ საზოგადოებას თავად გააცნობს. „სატრანსპორტო რეფორმა ბევრი კომპონენტისგან შედგება. ერთ-ერთი მიმართულება ტაქსების განვითარებაა. 2018 წლიდან ვახორციელებთ ტაქსების რეფორმას. 2019 წელს ამ რეფორმის მეორე ეტაპი განვახორციელეთ. წელს, პირველი აპრილიდან ამოქმედდება ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი. უკვე შევიმუშავეთ ამ მიმართულებით ცვლილებები. ხვალ მინდა დეტალურად წარვუდგინო ჩვენი ხედვა საზოგადოებას. მინდა, ყველა დაინტერესებულ პირს ვთხოვო, ყურადღებით გაეცნოს აღნიშნულ ინფორმაციას“, – განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, მომავალი თვენახევრის განმავლობაში, ტაქსების…

მეტი...

ნაპოლში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

იტალიაში, ქალაქ ნაპოლში ქართველი ემიგრანტი ქალი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია ემიგრანტების ჯგუფში ვრცელდება. არსებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა. „სამწუხაროდ კიდევ ერთი მტკივნეული ამბავი შეგვატყობინეს.. ქალაქ ნაპოლში გარდაიცვალა ქართველი ემიგრანტი, ჯული შულაია. უფალმა ნათელში ამყოფოს შენი ნატანჯი სული…! (საქართველოს და ოჯახის მონატრება გაიყოლა უფალთან, ცათა სასუფეველში) დიდი მწუხარებით ვუსამძიმრებთ ემიგრანტებს… ოჯახს და საქართველოს…“ – ნათქვამია ჯგუფის ადმინისტრაციის განცხადებაში.  

მეტი...

ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის მთავრობაში საკადრო ცვლილებებს აანონსებს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ახალი საკადრო ცვლილებებს აანონსებს.  ზელენსკის თქმით,   ყველას, ვინც არ შეესაბამება სახელმწიფო მოთხოვნას, გათავისუფლება ელოდება. „ახლა ერთგვარი საკადრო სიჩუმეა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა საჭირო ნაბიჯები უკვე გადადგმულია. კიდევ იქნება გადაწყვეტილებები.  ვინც სახელმწიფოსა და საზოგადოების პრინციპულ მოთხვნებს არ შეესაბამება, მათი სავარძლებში დიდიხანს ყოფნა არ ღირს“, – განაცხადა ზელენსკიმ. ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში უკრაინაში დაგეგმილ ახალ რეფორმებზე ისაუბრა. „ეს იქნება რეფორმები, რომლებიც ბევრი ასპექტით შეცვლიან სოციალ-სამართლებრივ და პოლიტიკურ რეალობას, გახდიან მათ უფრო ადამიანურს, გამჭვირვალესა და ეფექტურს“, – განაცხადა ზელენსკიმ.  

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევა ხობში – არის მსხვერპლი

ავტოსაგზაო შემთხვევა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს ავტომობილის მძღოლი გარდაცვლილი დახვდა.  

მეტი...

ბორის ჯონსონი ქართული ლეგიონის სამხრე ნიშნით

„ასეთი სტუმარი გვყავდა დღეს”- ამის შესახებ ამერიკული Fox News-ის პროდიუსერი, ჟურნალისტი ნანა საჯაია სოციალური ქსელში წერს და დიდი ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრთან ერთად გადაღებულ ფოტოს ავრცელებს. როგორც  ჟურნალისტი წერს, მან ბორის ჯონსონს ქართული ლეგიონის სამხრე ნიშანი აჩუქა.

მეტი...

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია 14 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის, ტარების და გასაღების ბრალდებით 14 პირი დააკავეს. დანაშაულები 3-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ,,სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა. კერძოდ: 4 ავტომატი, 8 ცეცხლსასროლი იარაღი, 7 მჭიდი და 360 საბრძოლო ვაზნა. ასევე, აირხმოვანი პისტოლეტი, 2 “გეკოს” ტიპის შაშხანა და სანადირო თოფი.. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის, ტარების და გასაღების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის…

მეტი...

,,ვიდრე პუტინი პრეზიდენტია, სააკაშვილის გათავისუფლების შანსი ნულის ტოლია”- ვალერი სოლოვეი

,,ვიდრე პუტინი პრეზიდენტია, მიხეილ სააკაშვილის, ისევე როგორც ალექსეი ნავალნის გათავისუფლების შანსი ნულის ტოლია,” – ამის შესახებ რუსმა ანალიტიკოსმა ვალერი სოლოვეიმ განაცხადა. მისი თქმით,  სააკაშვილისა და ნავალნის ბედი ახლა ფაქტობრივად რუსეთის ხელშია. “ვიდრე პუტინი პრეზიდენტია, ეს შანსები 0-ის ტოლია. ჯერ მოკვდება სააკაშვილი და თუ ეს მოხდება, ასეთივე ბედი ელის ნავალნის. ახლა ის დაკავებულია მათი მოკვდინებით. რუსეთს აქვს კოლოსალური გავლენა სააკაშვილის ბედზე, აქვს შესაძლებლობებიც. პუტინი განრისხებულია სააკაშვილზე და მან შურისძიება იცის თავის მტრებზე. ის ცდილობს ეს შურისძიება ფატალური იყოს”, – აღნიშნა სოლოვიევმა.    

მეტი...

მსახიობ ალეკ ბოლდუინს ბრალი წაუყენეს

ცნობილ მსახიობს, ალეკ ბოლდუინს წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობისთვის ბრალი წაუყენეს.  ბოლდუინს ბრალი ედება უსაფრთხოების ნორმების “უგუნური” უგულებელყოფისთვის, რამაც გამოიწვია ოპერატორ ჰალინა ჰატჩინსის სიკვდილი ფილმის “Rust” გადასაღებ მოედანზე, ნიუ მექსიკოში 2021 წელს. რაიონულმა პროკურორმა,მსახიობს ბრალი წაუყენა თვეების განმავლობაში მიმდინარე მსჯელობის შემდეგ, ჰქონდა თუ არა მას საკმარისი მტკიცებულება, რომ ბოლდუინი მოქმედებდა დანაშაულებრივი დაუდევრობით. პროკურორმა ანალოგიური ბრალი წაუყენა გადამღები ჯგუფის წევრ ჰანა გუტიერეშ-რიდს, რომელიც პასუხისმგებელი იყო რეკვიზიტად გამოყენებული იარაღის უსაფრთხოებაზე. ბრალდება ითვალისწინებს  5 წლით თავისუფლების აღკვეთას. ეს იმ შემთხვევაში, თუ პროკურორები დაარწმუნებენ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს, რომ ბოლდუინი მოქმედებდა სხვების უსაფრთხოების განზრახ უგულებელყოფით. ცნობისთვის, შემთხვევა 22 ოქტომბერს მოხდა.…

მეტი...

,,ვფიქრობთ, რუსეთ-უკრაინის ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასრულდება”- მევლუთ ჩავუშოღლუ

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ანკარას მიაჩნია, რომ რუსეთ-უკრაინის ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასრულდება. „ვფიქრობთ, ომი დასრულდება მოლაპარაკებების მაგიდასთან. ეს არის ის, რისიც გულწრფელად გვჯერა. ცხადია, ჩვენ ეს გვსურს, მაგრამ ამავე დროს უნდა ვიყოთ რეალისტები. ეს უნდა იყოს სამართლიანი მშვიდობა უკრაინისთვის, რადგანაც უკრაინული მიწები არის ოკუპირებული. მშვიდობა უნდა იყოს მისაღები ორივე მხარისთვის. ეს არ უნდა იყოს ნაკარნახევი მშვიდობა, რადგან ამას არც ერთი მხარე არ მიიღებს“, – აღნიშნა ჩავუშოღლუმ. მისი თქმით, თურქეთი ომის დაწყებიდან დღემდე მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. „ჩვენ ვაგრძელებდით კომუნიკაციას ორივე მხარესთან. ორივე მხარესთან შესანიშნავი ურთიერთობები გვაქვს. სწორედ ამიტომ…

მეტი...

ევროვიზია 2023-ზე საქართველოს წარმომადგენელი მეორე ნახევარფინალურ შოუში იმღერებს

ევროვიზია 2023-ის მასპინძელ ქალაქ ლივერპულში კონკურსის წილისყრა გაიმართა, სადაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს წარმომადგენელი მეორე ნახევარფინალური შოუს მეორე ნახევარში იმღერებს. საქართველოსთან ერთად მეორე ნახევარფინალში სომხეთი, კვიპროსი, რუმინეთი, დანია, ბელგია, ისლანდია, საბერძნეთი, ესტონეთი, ალბანეთი, ავსტრალია, ავსტრია, ლიეტუვა, სან მარინო, სლოვენია და პოლონეთი იმღერებენ. პირველ ნახევარფინალურ შოუზე  წარდგებიან: სერბეთი, ლატვია, პორტუგალია, ირლანდია, ნორვეგია, ხორვატია, მალტა, შვედეთი, მოლდოვა, შვეიცარია, ისრაელი, ნიდერლანდები, ფინეთი, აზერბაიჯანი და ჩეხეთი. დიდი ხუთეულის ქვეყნები: დიდი ბრიტანეთი, იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი, გერმანია და წინა წლის გამარჯვებული ქვეყანა – უკრაინა ავტომატურად მოხვდებიან ფინალში.

მეტი...

,,რუსეთი ემზადება მაქსიმალური ესკალაციისთვის,აგროვებს ყველაფერს, რაც შესაძლებელია”- ოლექსეი დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსეი დანილოვის განცხადებით, მთავარი ბრძოლები ჯერ კიდევ წინ არის. დანილოვი არ გამორიცხავს, რომ მორიგი მასშტაბური თავდასხმა რუსეთმა უკრაინაში ომის დაწყებას, 24 თებერვალს დაამთხვიოს. “რუსეთი ემზადება მაქსიმალური ესკალაციისთვის. აგროვებს ყველაფერს, რაც შესაძლებელია, ატარებს წვრთნებს. შემიძლია ვთქვა, რომ უახლოეს ორ-სამ კვირაში არც ერთ სცენარს არ გამოვრიცხავთ”, – აღნიშნა დანილოვმა.  

მეტი...

დღეიდან, ავტომობილის განმეორებითი ტექინსპექტირება ფასიანი გახდა

დღეიდან,  1-ელი თებერვლიდან, მანქანის განმეორებითი ტექინსპექტირება ფასიანი გახდა. ამ დრომდე ეს მომსახურება უფასო იყო. ფასის დაწესების შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 9 დეკემბერს მიიღო. ავტოსატრანსპორტო საშუალების განმეორებით ტექნიკურ ინსპექტირებაზე „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების პერიოდულობა და საფასურები“ (დამტკიცებული საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №37 დადგენილებით) შეტანილი ცვლილებით (საქართველოს მთავრობის 2022 წლის 9 დეკემბრის №562 დადგენილება) დგინდება საფასურები შემდეგი განაკვეთებით: • მძიმეწონიანი სატვირთო და სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის (M2, M3, N2, N3 – კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისთვის) – 30 ლარი; • მსუბუქი სამგზავრო (M1 კატეგორია) და სატვირთო (N1 კატეგორია) ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის,…

მეტი...

ჯო ბაიდენი ზელენსკისთან უკრაინისთვის საჭირო შეიარაღების შესახებ საუბარს აპირებს

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინისთვის საჭირო შეიარაღების შესახებ გაესაუბრება. მისი თქმით, აპირებს, ზელენსკისთან განიხილოს მისი თხოვნა, რომელიც უფრო თანამედროვე შეიარაღების მიწოდებას ეხება. ამასთან, თეთრ სახლში აცხადებენ, რომ უახლოეს ხანში უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის ახალი პაკეტის გადაცემის შესახებ გამოაცხადებენ.

მეტი...

,,რუსეთის მარცხი უალტერნატივოს გახდის სანდო და გრძელვადიან მშვიდობას”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის მარცხი უალტერნატივოს გახდის სანდო და გრძელვადიან მშვიდობას. მისივე თქმით, უკრაინა ემზადება, რათა რუსეთმა ვერ შეძლოს ბრძოლის ველზე რევანში. „დღეს, ისევე როგორც, ფაქტობრივად, ყოველდღე, ჩავატარე რამდენიმე თათბირი სამხედროებთან, დაზვერვის ხელმძღვანელობასთან. დეტალურად განვიხილეთ სიტუაცია, ძირითადი ოპერატიული მიმართულებები და პერსპექტივები. განვიხილეთ ის, რისთვისაც ემზადება ოკუპანტი და ის, თუ რით ვპასუხობთ რუსეთის ასეთ მომზადებასა და რევანშის მცდელობას. ჩვენი თავდაცვის და უსაფრთხოების ძალები, ხელისუფლება, ჩვენი პარტნიორები – ყველა ერთად მივმართავთ ჩვენს ძალისხმევას, რომ რუსეთმა არა მხოლოდ ვერ შეძლოს ბრძოლის ველზე რევანში, არამედ ოკუპანტმა დაკარგოს აგრესიის ბოლო იმედიც კი. რუსეთის…

მეტი...

,,ევროპის ნებისმიერ დედაქალაქში რუსეთის ელჩების დატოვებას აზრი აღარ აქვს”- გაბრიელიუს ლანდსბერგისი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი ევროპის ყველა ქვეყანას რუსეთის ელჩების გაწვევისკენ მოუწოდებს. ლიეტუვამ რუსეთი ელჩი ქვეყნიდან ჯერ კიდევ გასულ წელს, აპრილში გააძევა. „რუსეთის ელჩების ევროპის ნებისმიერ დედაქალაქში დატოვებას აზრი აღარ აქვს. უმრავლეს შემთხვევაში ეს უკვე არა დიპლომატიური, არამედ პროპაგანდის ინსტიტუტია, რომელიც ხელს აფარებს სამხედრო დანაშაულებებს და, ზოგადად, ეწევა გენოციდის პროპაგანდას“, – განაცხადა ლანდსბერგისმა.  

მეტი...