„ალისკა, ნიკუშა, არაფერზე გაგიტყდეთ გული…“ – სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე შვილებს მიმართა

,,ჩემი მდგომარეობა არის აბსოლუტურად გაუარესებული,”- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა,  სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით საკუთარ სასამართლო პროცესს კლინიკა “ვივამედიდან” დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

სასამართლო პროცესზე ჩართვისას სააკაშვილმა შვილებსაც მიმართა და უთხრა, რომ „ყველაფერი კარგად იქნება“.

„მე საქართველოს მივეცი მთელი ჩემი ცოდნა…ახლა მივეცი ჩემი ჯანმრთელობა და ერთადერთი რასაც ვითხოვ, მომეცეს ადეკვატური მკურნალობის საშუალება. თუ საჭიროა, შევწირავ ჩემს სიცოცხლეს, ალისკა, ნიკუშა, არაფერზე გაგიტყდეთ გული, საბოლოო ჯამში, ყველაფერი კარგად იქნება“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მსგავსი თემები