,,თუ ვერ ვიცოცხლებ გამარჯვებამდე, ჩემი გული უნდა იყოს დამარხული კიევში”- მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით საკუთარ სასამართლო პროცესს კლინიკა “ვივამედიდან” დისტანციურად ჩაერთო.

სააკაშვილმა  სასამართლო პროცესზე უკრაინულ ენაზე გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ ამაყობს უკრაინელი ხალხით.

,,ჩემს მიმართ ხორციელდება წამება და ვარ მოწამლული.  მე მინდა მოგმართოთ თქვენ – ვამაყობ, რომ ყველა აღფრთოვანებულია უკრაინელი ხალხით, ვამაყობ, რომ პრეზიდენტი არის ზელენსკი, მადლობელი ვარ მისი ოფისის… მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ჩვენს გამარჯვებაში. მაგრამ თუ მე ვერ ვიცოცხლებ გამარჯვებამდე, რომელიც ძალიან ახლოსაა, ჩემი გული უნდა იყოს დამარხული კიევში. ის ეკუთვნის უკრაინას… დიდება უკრაინას, სიკვდილი ჩვენ მტერს” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მსგავსი თემები