,,არჩევნები იყო ჟურნალი, ახლა დაიწყება „ნაცმოძრაობის“ დაშლის მთავარი ფილმი”- გურამ მაჭარაშვილი

„არჩევნები იყო ჟურნალი, ახლა დაიწყება „ნაცმოძრაობის“ დაშლის მთავარი ფილმი, ფილმის სცენარი მძაფრსიუჟეტიანი იქნება,” – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით,  „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც მთავარი ოპოზიციური პარტია დასრულდა.

„ახლა კითხვები არსებობს იმაზე, ეს პროცესი როგორ მიმდინარეობს. ეს ყველაფერი იმით დასრულდება, რომ „ნაცმოძრაობაში“ დარჩებიან ფანატი მიშიტები, ნაწილი პოლიტიკიდან წავა, ნაწილი ცალკე შექმნის პარტიას. ყველა შემთხვევაში, საზოგადოებისთვის ეს ყველაფერი უინტერესოა. საინტერესოა ის, რაც ახლა მიმდინარეობს. ეს არჩევნები იყო ჟურნალი და ახლა დაიწყება მთავარი ფილმი – „ნაცმოძრაობის“ დაშლის. ფილმის სცენარი მძაფრსიუჟეტიანი იქნება, ოღონდ, „ნაცმოძრაობის“ ფარგლებში, სახალისო. ერთმანეთს უხსენებენ წარსულს და მომავალიც დაისამარეს, უკვე ორად კი არა, რამდენიმე ნაწილად იშლებიან“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

მსგავსი თემები