,,მიხეილ სააკაშვილს დღევანდელ პროცესზე ჩართვა სურს”- გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ინფორმაციით, სააკაშვილს დღევანდელ სასამართლო პროცესზე დასწრება სურს.

“განწყობილია, რომ ჩაერთოს. უნდა და აპირებს. თუ მისცა ჯანმრთელობის მდგომარეობამ შესაძლებლობა, ჩაერთვება”, – განაცხადა გიული ალასანიამ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. სხდომა  12:30 საათზეა ჩანიშნული.

მსგავსი თემები