„არ მახსოვს როდის ვესროლე ქვა… რომ გავიგე რაც მოხდა…“- რას ამბობს 33 წლის კაცის მკვლელობაში ბრალდებული

ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ასაკოვანი ქალი ამტკიცებს, რომ დანაშაულის ჩადენის დროს განვითარებული მოვლენები არ ახსოვს.

70 წელს გადაცილებული მარიამ ესტაფაშვილმა გორის სასამართლოში ნაფიც მსაჯულებს ჩვენება ცოტა ხნის წინ მისცა. მისი თქმით, 33 წლის ლევან გვიმრაძე მის შვილს სასოფლო-სამეურნეო იარაღით გაუსწორდა.

„არ მახსოვს როდის ვესროლე ქვა, ვერ ვიხსენებ. ჩემს შვილს რომ დაარტყა თოხი, მეგონა რომ მოკლა და მერე აღარ მახსოვს რა მოხდა. რომ გავიგე რაც მოხდა, მთელი ეკლესია-მონასტრები მოვიარე, შენდობას ვითხოვდი…“, – განაცხადა მარიამ ესტაფაშვილმა.

ცნობისთვის, რომ სოფელ კარბში, გასული წლის ივლისში, მეზობლებს შორის, სარწყავი წყლის გამო დაწყებული კონფლიქტი მსხვერპლით დასრულდა. დაკავებულს  ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტს, სავარაუდოდ, დღეს გამოიტანენ.

მსგავსი თემები