,,ხაბეიშვილის განცხადებები ყოველთვის იქნება ხეპრული, როყიო, აგრესიული”- გია ვოლსკი

,,ხაბეიშვილის განცხადებები ყოველთვის იქნება ხეპრული, როყიო, აგრესიული და არ შეიძლება, მას აუცილებლად ვუპასუხოთ, თუ მის განცხადებას არანაირი დასაბუთება არ აქვს,” – ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკიმ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას.

ვოლსკის თქმით, ხაბეიშვილი ვინმეს ხელებს მოამტვრევს, ფეხებს თუ ყურზე ხახვს დააჭრის, ამ საკითხებზე ადეკვატური კომენტარი არ აქვს.

„ტრაგიკულ მოვლენებს „ნაცმოძრაობაში“ დაემატა ის, რომ პასუხის გაცემა ხაბეიშვილის განცხადებებზეც მოგვიწევს. ხაბეიშვილის განცხადებები ყოველთვის იქნება ხეპრული, როყიო, აგრესიული და არ შეიძლება, მას აუცილებლად ვუპასუხოთ, თუ მის განცხადებას არანაირი დასაბუთება არ აქვს. რეალურად შევაფასოთ, სააკაშვილის გარშემო რა ხდება „ვივამედში“. ხაბეიშვილი ვინმეს ხელებს მოამტვრევს, ფეხებს თუ ყურზე ხახვს დააჭრის, ამ საკითხებზე ადეკვატური კომენტარი არ მაქვს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

https://mcm.ge/175914/

მსგავსი თემები