,,თუ პაციენტს სურს, რომ მკურნალობა გააგრძელოს რეანიმაციულ განყოფილებაში, თანახმა ვართ” – ზურაბ ჩხაიძე

,,თუ პაციენტს სურს, რომ ეს მკურნალობა გააგრძელოს რეანიმაციულ განყოფილებაში, მიუხედავად ამისა, რომ პარამეტრები არ შეესაბამება კრიტიკულ დეპარტამენტში ყოფნას, ჩვენ ამაზე თანახმა ვართ,”- ამის შესახებ კლინიკა ”ვივამედის” კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილი დღეს დილითაც მოინახულეს კონსილიუმის წევრმა ექიმებმა, შეფასდა მისი მდგომარეობა და მკურნალობა ინტენსიურ პალატაში გრძელდება.

,,კონსილიუმი შეიკრიბა, ინახა პაციენტი სხვადასხვა სპეციალობის ექიმების მიერ, შეფასდა მისი მდგომარეობა და გრძელდებოდა მკურნალობა ინტენსიურ პალატაში, რომელშიც ფაქტობრივად ის იმყოფება ახლა. როგორც შემდეგ ახსნა მკურნალმა ექიმმა, რომ იყოს თითქოს მოთხოვნა, რომ თანახმა იქნებოდა მკურნალობაზე, თუ ის იქნებოდა რეანიმაციულ განყოფილებაში. ჩვენ ამაზე პრობლემა არ გვაქვს, ჩვენ ყოველთვის გამოვდივართ პაციენტის ინტერესებიდან. თუ პაციენტს სურს, რომ ეს მკურნალობა გააგრძელოს რეანიმაციულ განყოფილებაში, მიუხედავად ამისა, რომ პარამეტრები არ შეესაბამება კრიტიკულ დეპარტამენტში ყოფნას, ჩვენ ამაზე თანახმა ვართ. მე რამდენადაც დღეს ვიცი, მას ამის სურვილი ნაკლებად აქვს”, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

მსგავსი თემები