,,მოსამართლე არევაძემ სასამართლოდან გამომაგდო, ეტყობა ძალიან ეშინია ჩემი”- მარიამ ჯიშკარიანი 01.02.2023 მედიაცენტრი მთავარი სასამართლო პროცესზე მოწმისთვის შეტყობინების მიწერის გამო, ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი სხდომიდან გააძევეს. მოსამართლის გადაწყვეტილებას მარიამ ჯიშკარიანი სოციალურ ქსელში ეხმიანება. ,,მოსამართლე არევაძემ სასამართლოდან გამომაგდო, ეტყობა ძალიან ეშინია ჩემი, ოღონდ მე ხმა არ ამოვიღო”- წერს მარიამ ჯიშკარიანი სოციალურ ქსელში.