,,სააკაშვილს კახექსიის მეოთხე დონე აქვს, რაც სიმსივნიანი პაციენტებისთვისაა დამახასიათებელი”- თენგიზ წულაძე

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრის, თენგიზ წულაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს კახექსიის მეოთხე დონე აქვს, რაც სიმსივნიანი პაციენტებისთვისაა დამახასიათებელი.

მისი თქმით, კახექსია ”ეს არ არის გამოწვეული მთლად შიმშილით, ამაზე მიუთითებს ანემიის გაღრმავება და ცხელება”.

„კახექსია არ არის მხოლოდ შიმშილობა. კახექსია არის წონაში კლება და ანთებადი მარკერებიც. თუ კახექსიას ლიტერატურაში ნახავთ, ის დაკავშირებულია ისეთ დაავადებებთან, როგორიცაა ფილტვების ობსტრუქციული დაავადება, სიმსივნე, რევმატოიდული ართრიტი – დაავადებები, რომლებიც თითქოს ამ პაციენტს არ აქვს, მაგრამ პროტოკოლით თუ მივუდგებით, ასეთ შემთხვევაში გამოიყენება კრიტერიუმების მიდგომა. ამდენად, ჩემი აზრით, ეს არ არის გამოწვეული მთლად შიმშილით, ამაზე მიუთითებს ანემიის გაღრმავება და ცხელება, რომელიც ვერ ავხსენით.

თუ კახექსიას კრიტერიუმებით მივუდგებით, მეოთხე დონე გამოდის, რაც არის სიმსივნეებთან შეფასებული და არ არის შეფასებული ჩვეულებრივ ავადმყოფობებთან. მეოთხე დონის კახექსია სერიოზული განაცხადია, სიმსივნეების შემთხვევაში სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი აქვს – მედიანური 4 თვე, ანუ მაქსიმუმ 8 თვე, თუმცა ეს კვლევები ძირითადად სიმსივნეებზეა ჩატარებული და სხვა პაციენტებზე ასეთი ტიპის კვლევები არ ტარდება. თუმცა კახექსია თავისთავად ძალიან მძიმეა და სავარაუდოდ, მისი სიცოცხლის ხანგრძლივობას მკვეთრად შეეხება“, – განაცხადა თენგიზ წულაძემ.

მსგავსი თემები