,,ჯერჯერობით ძალიან მცირე თანხაა შეგროვებული“- გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, სააკაშვილთან დაკავშირებით თემურ ალასანიას შვილის მიერ გახსნილ ანგარიშზე ჯერ მცირე თანხაა შეგროვებული.

მისი თქმით, თანხა ადვოკატების სამოძრაოდ გროვდება. როგორც სააკაშვილის დედა აღნიშნავს, „ჩვენ სხვა ადვოკატებიც გვყავს, რომლებიც უფასოდ არ გვემსახურებიან“.

„სამოძრაოდ. ადვოკატები მოძრაობენ აქეთ-იქით, შეხვედრები აქვთ. ჯერჯერობით ძალიან მცირე თანხაა შეგროვებული“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

 

მსგავსი თემები