ევროპარლამენტმა სააკაშვილის საკითხზე საგანგებო დებატები ჩანიშნა

ევროპარლამენტში, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის საკითხზე სპეციალური დებატები გაიმართება. გადაწყვეტილებას მხარი 364-მა დეპუტატმა დაუჭირა.

ევროდეპუტატებს სიტყვით ანა ფოტიგამ მიმართა, რომელმაც სააკაშვილის მძიმე მდგომარეობას ისაუბრა და აღნიშნა, რომ საგანგებო დებატები აუცილებელია.

„კოლეგებო, დღეს ყველას გვქონდა შესაძლებლობა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფოტოები გვენახა თბილისის სასამართლოს დარბაზში. ჩვენ დავინახეთ როგორი იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. არაერთ დოკუმენტში, ჩვენ გამოვხატეთ წუხილი და მოთხოვნა ციხიდან მისი ჰუმანიტარული გზით გათავისუფლებასთან დაკავშირებით, რომ საზღვარგარეთ სათანადოდ უმკურნალონ. დღესდღეობით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაადასტურა მსოფლიოში ცნობილმა ნევროლოგმა. გთხოვთ, მიიღოთ ჩვენი მოთხოვნა“ – აღნიშნა ევროდეპუტატმა სესიაზე.

საკითხს მხარი დეპუტატების უმრავლესობამ დაუჭირა.

მსგავსი თემები