ორბანის განცხადებით, პუტინს არჩევნებში წაგების ეშინია და უკრაინაში ომზე უარს არ იტყვის

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ომზე უარს არ იტყვის, რადგან მოახლოებულ არჩევნებში წაგების ეშინია. ორბანის თქმით,  პუტინს ესმის, რომ უკრაინაში დამარცხების შემთხვევაში, ის ვერ მოიგებს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებს, თუნდაც მასობრივი გაყალბებით. მისივე განცხადებით, რუსეთმა ისტორიულად აჩვენა, რომ ომების დასაწყისში ის სუსტია „კორუფციის, დაუდევრობის, მეთაურების არაკომპეტენტურობისა და საშინელი ტაქტიკური შეცდომების“ გამო, მაგრამ „ძალიან მალე იცვლება, ძალების მობილიზებას ახდენს და სწრაფად სწავლობს“. რაც შეეხება რუსეთის მიზნებს, ორბანი აღნიშნავს, რომ საქმე  არა უკრაინის სრულ დაპყრობას, არამედ ბუფერული ზონის შექმნას ეხება, დაახლოებით, დონბასში კონტაქტის ხაზის გასწვრივ.

მეტი...

,,უკრაინა ყველაფერს აკეთებს, რათა მისმა ზეწოლამ გადაწონოს  ოკუპანტების თავდასხმის შესაძლებლობები”- ზელენსკი

,,უკრაინა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მისმა ზეწოლამ გადაწონოს რუსი ოკუპანტების თავდასხმის შესაძლებლობები,” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მცდელობა, დააბრუნოს რუსი სპორტსმენები შეჯიბრებებსა და ოლიმპიურ თამაშებზე, არის მცდელობა მთელ მსოფლიოს უთხრა, რომ ტერორი შეიძლება იყოს მისაღები. „დღეს მე გავუგზავნე წერილი ბატონ პრეზიდენტ მაკრონს სწორედ ამასთან დაკავშირებით. პარიზის ოლიმპიადისთვის მზადებისას დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ რუსეთი ვერ გამოიყენებს მას ან სხვა საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებას აგრესიის ან საკუთარი სახელმწიფო შოვინიზმის პროპაგანდისთვის. მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში ევროპაში ძალიან ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული, რამაც საშინელი ტრაგედიები გამოიწვია.…

მეტი...

ჩრდილოეთ კორეა რუსეთისთვის იარაღის მიწოდების ბრალდებას უარყოფს

ჩრდილოეთ კორეა ამერიკის შეერთებული შტატების ბრალდებების პასუხობს და აცხადებს, რომ რუსეთისთვის იარაღი არ მიუწოდებიათ. „მცდარი ფაქტების გაყალბებით იმიჯის შელახვის მცდელობა სერიოზული პროვოკაციაა, რომელიც აუცილებლად გამოიწვევს რეაქციას. შტატებს უნდა ახსოვდეს, რომ არასასურველი შედეგები მოჰყვება, თუ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ჭორების გავრცელებას განაგრძობენ“ – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს აშშ-ს საქმეთა დეპარტამენტის უფროსი – კვონ ჯონგ-გუნი ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ „ჩრდილოეთ კორეა“ რუსეთისთვის იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით არაერთხელ დაადანაშაულეს.

მეტი...

„გადაუვადოს სასჯელი“ – გიული ალასანია

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის დედის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას კი არა, სასჯელის გადავადებას ითხოვენ. „ჩვენი თხოვნა საზღვარგარეთ გადაყვანა კი არ არის, არის ის, რომ გადაუვადონ სასჯელი.  თავისუფალი რომ იქნება, თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას, სად წავიდეს. იქნებ, აქ რჩება და აქ აპირებს მკურნალობის გაგრძელებას? მე არ ვიცი ჯერ“,- განაცხადა გიული ალასანიამ მედიასთან.

მეტი...

რუსული ხომალდები მზადყოფნაშია

უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალების ინფორმაციით, შავ ზღვაში საბრძოლო მზადყოფნაში რჩება თხუთმეტი რუსული ხომალდი, მათ შორის 3 რაკეტმზიდი, რომლებიც აღჭურვილია დაახლოებით 20 კალიბრის ტიპის საკრუიზო რაკეტით. მათივე ინფორმაციით,  ხმელთაშუა ზღვაში ცხრა რუსული ხომალდია განთავსებული, მათ შორის ხუთი კალიბრის ტიპის სარაკეტო მზიდებით.  

მეტი...

„კოვიდის მეშვიდე დღეა, კრიტიკული დღეები გვაქვს“ – გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

„ორჯერ მეტი გადასხმა უტარდება, ვიდრე ადრე“ – აცხადებს გიული ალასანია მედიასთან. პატიმრობაში მყოფი სააკაშვილი დედამ დღეს მოინახულა. მისი თქმით, ვითარება უარესობისკენ მიდის. „გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, უარს ამბობს გადასხმებზე. რეალურად, 2-ჯერ იმაზე მეტი გადასხმა უტარდება, ვიდრე მანამდე. ერთადერთი ხელოვნურ კვებაზე ამბობს უარს… კოვიდის მეშვიდე დღეა, კრიტიკული დღეები გვაქვს, ამიტომ 38.4 ჰქონდა ტემპერატურა და აქვს ხველება. ერთადერთი, ხელოვნურ კვებაზე ამბობს უარს. ინვალიდის ეტლს იყენებს, 2 ნაბიჯს ვერ დგამს აბაზანამდე. ვერ დგამს ფეხს, ლამის ჩემი წონა გახდა ამ სიმაღლე ადამიანი“, – აღნიშნა ალასანიამ კლინიკის დატოვების შემდეგ.  

მეტი...

ირანში უპილოტო თვითმფრინავით თავდასხმა განხორციელდა

ირანში ვითარება უკიდურესად დაძაბულია. ირანული მხარის ინფორმაციით,  ქალაქ ისპაჰანის სამხედრო ქარხანაზე  უპილოტო თვითმფრინავით თავდასხმა განხორციელდა. ირანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის, თუმცა, დაზიანებულია სამხედრო და სამრეწველო ობიექტები. „საბედნიეროდ, ამ წარუმატებელ თავდასხმას არ მოჰყოლია მსხვერპლი და მცირე ზიანი მიაყენა ქარხნის სახურავს“, – აღნიშნულია განცხადებაში. ირანში წუხელ აფეთქებების ხმა ისმოდა. ირანული მხარე არ აცხადებს,  თუ ვინ შეიძლება იყოს ეჭვმიტანილი თავდასხმის განხორციელებაში.  

მეტი...

კლინიკა “ვივამედში” გული ალასანია მივიდა

ამ წუთებში, მიხეილ სააკაშვილთან დედა, გიული ალასანია იმყოფება. როგორც გიული ალასანია აცხადებს, მისი შვილის ჯანმრთლობის მდგომარეობა ყოველ წუთიერად მძიმდება. როგორც გიული ალასანია ამბობს, მდგომარეობის გართულების გამო, ის გუშინ კლინიკაში ორჯერ გამოიძახეს. მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ გიული ალასანია მედიასთან კლინიკიდან ამოსვლის შემდეგ ისაუბრებს. როგორც მან აღნიშნა, შექმნილ მდგომარეობიდან გამომდინარე, მის შვილს სასჯელი უნდა გადაუვადონ.  

მეტი...

„ოკუპანტები აგრძელებენ ადგილობრივ მოსახლეობაზე მორალურ-ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ზეწოლას“ – უკრაინული მხარე

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლებს, ვინც „როსატომზე“ მუშაობაზე უარი თქვა, სამუშაოზე აღარ უშვებენ. „ოკუპანტები აგრძელებენ ადგილობრივ მოსახლეობაზე მორალურ-ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ზეწოლას. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლებს, რომლებმაც ოკუპანტებთან სამუშაო კონტრაქტს არ მოაწერეს ხელი, სადგურზე შესასვლელი საშვები დაუბლოკეს, ხოლო თანამშრომლებს, რომლებსაც დააძალეს კონტრაქტისთვის მოეწერათ ხელი, ხელფასის შემცირების შესახებ განუცხადეს იმ მიზეზით, რომ სადგური არ მუშაობს“, – აღნიშნულია  უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებაში.

მეტი...

იერუსალიმში მორიგი ტერაქტი მოხდა

დღეს, იერუსალიმში კიდევ ერთი თავდასხმა განხორციელდა. დაშავებულია მამა და შვილი. მათი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. ამ შემთხვევაში, თავდამსხმელი 13 წლის მოზარდია. უცხოური მედიის ინფორმაციით, ის შეიარაღებულმა მოქალაქეებმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. აღნიშნულ შემთხვევამდე იერუსალიმში კიდევ ერთი ტერაქტი მოხდა, რა დროსაც 7 ადამიანი დაიღუპა, 10-ზე მეტი კი დაიჭრა.  

მეტი...

ქალი სასტუმროს ნომრის აბაზანაში გარდაცვლილი იპოვეს

„26 იანვარს, დილის საათებში, მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე საათის შემდგომ, ქალი ზემოთ ხსენებულ სასტუმროს ნომრის აბაზანაში გარდაცვლილი იპოვეს“ – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში. შემთხვევა ბათუმში მოხდა. ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება განზრახ მკვლელობის და ძალადობის მუხლებით მიმდინარეობს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ამ ეტაპისთვის დადგინდა, რომ 26 იანვარს, ბათუმში, მდებარე ერთ-ერთ კაფე-ბარში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თანმხლებ ქალს. სისხლის სამართლის საქმეზე ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით ასევე დადგენილია, რომ მომხდარი ძალადობის შემდგომ, დაზარალებული ქალი და ბრალდებული ერთად წავიდნენ ბათუმში, ერთ-ერთ სასტუმროში. 26 იანვარს, დილის საათებში,…

მეტი...

„უნდა იცოცხლოს და მოესწროს უკრაინის გამარჯვებას“ – გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის დედა გერმანულ გამოცემასთან მისი შვილის ინტერვიუზე მოკლე კომენტარს აკეთებს. როგორც გიული ალასანია აცხადებს, მისი შვილი აგენტებში ქართველებს არ გულისხმობდა. „გულისხმობს იმას, ვინც წერია, რუსეთის აგენტებს, გუნდი არაფერ შუაშია. თუნდაც ის ფეისბუქზე გაკეთებული განცხადებები, რომ უსათუოდ უნდა ჩამოვიდეს და ეს უნდა მოხდეს ოქტომბრამდე. აი ამ გზით ხდებოდა მისი დაბრუნება. მას არ უნდა სიკვდილი, უნდა რომ იცოცხლოს და მოესწროს უკრაინის გამარჯვებას. ეს არის სწორედ მისი ერთადერთი მიზანი“, – აცხადებს კლინიკიდან გამოსული გიული ალასანია. შეგახსენებთ, რომ სააკაშვილმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ ვინც მის საქართველოში დაბრუნებას გეგმავდა, შესაძლოა რუსეთის აგენტები იყვნენ.

მეტი...

„უარს იმიტომ აცხადებს, რომ ვერ ჭამს, ორგანიზმში მძიმე მეტალები აქვს“ – გიული ალასანიას პასუხი

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი დედამ დღეს ორჯერ მოინახულა. გიული ალასანიამ კლინიკის განცხადებასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ მისი შვილი კი არ ჭამს, ვერ ჭამს და ვერც დადის. „რამდენიც არ უნდა ვესაუბრო, ადამიანს აქვს მძიმე მეტალები ორგანიზმში, მოწამლულია. უარს იმიტომ აცხადებს, რომ ვერ ჭამს. მე თვითონ რამდენჯერ შევესწარი, რომ რამდენიც გადაყლაპა გული აერია. თვითონაც ხომ იციან. ორი ნაბიჯი ვერ გადადგა. მოვეხმარე რომ დამჯდარიყო, ძლივს ჩავსვი. იმიტომ, რომ ვერ დადის. ორი ნაბიჯი რომ გადადგას, იმას ვერ ახერხებს“ – აცხადებს გიული ალასანია კლინიკის განცხადების საპასუხოდ. შეგახსენებთ, რომ კლინიკის სამედიცინო დირექტორმა უჭმელობასა და მდგომარეობის გართულებაზე…

მეტი...

საშინელი ავარია ქარელთან, არიან გარდაცვლილები

ქარელთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს სამი ავტომანქანა შეეჯახა.  შემთხვევა თბილისი-სენაკის ავტომაგისტრალზე, ქარელის მონაკვეთზე მოხდა. ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა და კლინიკაში გადაიყვანეს. უბედური შემთხვევის სავარაუდო მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარეა. ერთი გარდაცვლილი მსუბუქი ავტომობილის მგზავრია, ერთი კი მიკროავტობუსის.

მეტი...

დასავლეთი ადასტურებს, რომ უკრაინას 321 ტანკს გაუგზავნის

დასავლეთის ქვეყნები ადასტურებენ, რომ ომში მყოფ უკრაინაა 321 ერთეულ საბრძოლო ტანკს გაუგზავნიან. ინფორმაციას საფრანგეთში უკრაინის ელჩი ვადიმ ომელჩენკო ავრცელებს. „დღეს ბევრმა ქვეყანამ ოფიციალურად დაადასტურა თანხმობა უკრაინისთვის 321 მძიმე ტანკის მიწოდებაზე… ზოგიერთმა ქვეყანამ უნდა განახორციელოს ტექნიკური მომსახურება, სხვები აგვარებენ ლოგისტიკის საკითხებს ან ელოდებიან სხვა მოდელების მიღებას“, – განაცხადა ელჩმა.  

მეტი...

„sos! sos! sos! სააკაშვილი კვდება“ – ადვოკატი ხაჭაპურიძე

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე მესამე პრეზიდენტის რეანიმაციაში გადაყვანას ითხოვს და აცხადებს, რომ ის კვდება. „sos! sos! sos! სააკაშვილი გადაიყვანეთ რეანიმაციაში! კვდება… გადაწყვეტილების მიღებამდე მოვითხოვ გასვლით სხდომას, მოსამართლემ პირადად უნდა ნახოს მიხეილ სააკაშვილი”, – აცხადებს ხაჭაპურიძე.  

მეტი...

ამ დროისთვის „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარეობის არჩევნებში მონაწილეობა 9363 ადამიანმა მიიღო

„საარჩევნო კომისიის საბოლოო შეფასების შედეგად არჩევნებზე დაიშვა 49 638 ადამიანი, ანუ პირველადი სიიდან ამოღებულ იქნა 118 ადამიანი“ – აცხადებს პარტიის ერთ-ერთი ლიდერი კობა ნაყოფია. მისი შეფასებით, ყველაფერი მოწესრიგებულად მიდის. „საარჩევნო კომისიის საბოლოო შეფასების შედეგად არჩევნებზე დაიშვა 49 638 ადამიანი, ანუ პირველადი სიიდან ამოღებულ იქნა 118 ადამიანი. გაფილტვრის ჯგუფს მოუწია ძალიან მცირე დროში მუშაობა და არ გამოვრიცხავ, ერთეული შემთხვევები შესაძლოა, გაიპაროს. ყველა ადამიანი არის იდენტიფიცირებული. იყვნენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც წარმოადგენდნენ სხვა პოლიტიკურ პარტიებს და ზოგიერთი პარლამენტის წევრიც. არ გამოვიდა ეს ამბავი სამწუხაროდ მათთვის. პროცესი მიმდინარეობს კარგად, აქტივობა არის ძალიან მაღალი ამ…

მეტი...

პერსონალურ მონაცემთა სამსახური სააკაშვილის ვიდეოს გასაჯაროების საკითხ იკვლევს

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური კლინიკა „ვივამედში” მყოფი მიხეილ სააკაშვილის ვიდეოს გასაჯაროების საკითხზე მოკვლევას აწარმოებს. როგორც სამსახურის უფროსი ლელა ჯანაშვილი აცხადებს, გადაწყვეტილება აპრილამდე გამოცხადდება. „ამ საკითხზე სამართლებრივ პოზიციას წინმსწრებად ვერ დავაფიქსირებ იმდენად, რამდენადაც აღნიშნულ საქმეზე მიმდინარეობს შესწავლა. მალე, სამსახური აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ამცნობს. მოკვლევა დაწყებულია და მიმდინარეობს შესწავლა. სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტი ახორციელებს შესწავლას. აპრილამდე დასრულდება”, – განაცხადა ლელა ჯანაშვილმა.  

მეტი...

ბებიის მოსაკლავად შვილიშვილმა „ქილერი“ დაიქირავა და 150 000 დოლარს დაპირდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა  1997 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავეს, რომელიც ანგარებით, შეკვეთით განზრახ მკვლელობას ამზადებდა. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ანგარების მოტივით განიზრახა საკუთარი ბებიის – 1951 წელს დაბადებული ვ.ს.-ის შეკვეთით მკვლელობა. მას ამ მიზნით დაქირავებული მკვლელისთვის უნდა გადაეხადა 150 000 აშშ დოლარი. ა.ს.-მ პირს, რომელსაც უნდა შეესრულებინა მისი ბებიის მკვლელობა, დაუსახელა მსხვერპლის სახელი ასაკი, საცხოვრებელი მისამართი და ინტერნეტაპლიკაციის მეშვეობით გაუგზავნა ბებიის ფოტოსურათი. ბრალდებულმა დანაშაულის მომზადებისთვის წინასწარ გადასცა გარკვეული თანხა, ხოლო შეკვეთის შესრულების შემდგომ დაჰპირდა დარჩენილი თანხის გადახდას. პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების…

მეტი...

კლინიკის დირექტორის თქმით, თუ სააკაშვილი საკვებს არ მიიღებს, ფატალურ შედეგამდე მივალთ

კლინიკის სამედიცინო დირექტორის თქმით, თუ ოჯახი მიხეილ სააკაშვილს არ დაარწმუნებს, საკვები მიიღოს, ფატალური შედეგი დადგება. ზურაბ ჩხაიძის თქმით, პასუხისმგებლობა სააკაშვილის ოჯახს ეკისრება. „მოვუწოდებ ოჯახის წევრებს, პირადად გიული ალასანიას, რადგან მას აქვს უფლება მასთან შესვლის, იქნებ მოხდეს დარწმუნება პაციენტის, რომ დაემორჩილოს ექიმების რეკომენდაციებს, თორემ შეიძლება ამან ფატალურ შედეგამდე მიგვიყვანოს. სააკაშვილმა იმ საკვების მიღებაც კი შეამცირა, რასაც იღებდა. ის უნდა დაარწმუნონ, ნუ მიდის იქამდე, რომ მისი მდგომარეობა დამძიმდეს. კლინიკა ყველაფერს აკეთებს მისი ინტერესებიდან გამომდინარე. შეუძლია მას საკვების მცირე რაოდენობით მიღება, თვითონ აცხადებს უარს, რადგან უკმაყოფილოა მიმდინარე მოვლენებით. პირდაპირ ვამბობს, ადამიანი აცხადებს საკვების…

მეტი...

მიხეილ სააკაშვილი აწონეს და 69კგ და 700 გრამია

„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი დღეს დილით აწონეს და პაციენტი 69 კგ და 700 გრამს იწონის. „თუ ასე გაგრძელდება, ხვალ იქნება 68, ზეგ – 65“ – აცხადებს ჩხაიძე. მისი თქმით, პაციენტი ძირითადად მწოლიარე მდგომარეობაშია. „მკურნალობაში ორი კომპონენტია – სამედიცინო მხარე, რომელიც ცდილობს, პაციენტს დაეხმაროს და პაციენტი, რომელიც უნდა ეცადოს, რომ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდეს. ამ შემთხვევაში, თანხვედრა არ გვაქვს. გიული ალასანიას შესვლის უფლება აქვს და მოვუწოდებ, პაციენტი დაარწმუნოს, დაექვემდებაროს რეკომენდაციებს და მიიღოს დანიშნულება. ის გადაადგილდება დამხმარე საშუალებების გამოყენებით, ძირითადად, მწოლიარე მდგომარეობაშია“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ მედიასთან.  

მეტი...

რუსეთში სავაჭრო ცენტრი იწვის

პოდმოსკოვიეში ყველაზე დიდი სამშენებლო სავაჭრო ცენტრი იწვის. ცეცხლი უკიდია ცენტრს – “სინდიკა” .  

მეტი...

„ეს გამოწვევა შესაძლოა, რიგი ბიზნესისთვის გადაულახავი აღმოჩნდეს“ – შოთა ბურჯანაძე „მედიაცენტრ მთავართან“

2023 წლის იანვრიდან სამუშაო საათის შემცირება გარკვეული ბიზნესისთვის სირთულე აღმოჩნდა. კერძოდ, როგორც ბიზნესის წარმომადგენლები აცხადებენ, მათ მთლიანი წლის ბიუჯეტი დაგეგმილი ჰქონდათ და სამუშაო საათის შემცირების გამო პრობლემები ექმნებათ. როგორც „მედიაცენტრ მთავართან“ „რესტორატორთა ასოციაციის“ დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ აღნიშნა, ბიზნესის ნაწილს ნამდვილად გაუჭირდება. „გარკვეული სფეროებისთვის 48 საათიანი სამუშაო გრაფიკი შეიცვალა. მაგალითად, სპეციფიკურ სფეროებად ითვლება დისტრიბუცია, ტურისტული სფერო, რესტორნები, სასტუმრო. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანმა შეიძლება კვირის განმავლობაში 40 საათი იმუშაოს და შეასრულოს ვალდებულება. ამასთან, უარი თქვას დამატებითი სამუშაოს შესრულებაზე ან მეორე ვარიანტში, შეასრულოს 40 საათი, დამატებით იმუშაოს და მიიღოს დამატებითი შემოსავალი. ამ…

მეტი...

„რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობას ხშირად სწორედ ის ხალხი მაბრალებს…“ – ვანო მერაბიშვილის განცხადება

„სამარტოო საკანში გატარებულმა შვიდმა წელმა ბევრი დრო მომცა, მათ შორის, საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრებისათვის“ – აცხადებს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი და რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის საკითხზეც საუბრობს. „მინდა, გამოვეხმაურო დღეს აგორებულ მორიგ ტალღას ჩემთან მიმართებაში. წარსულში შეცდომები დამიშვია, მაგრამ პასუხისმგებლობას არასოდეს გავქცევივარ. სამარტოო საკანში გატარებულმა შვიდმა წელმა ბევრი დრო მომცა, მათ შორის, საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრებისათვის. სტრასბურგის ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ დაადგინა, რომ პატიმრობის გამოყენების მიზანი იყო, მიეღო იძულებითი ჩვენება ჩემგან, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ. აქამდე ბევრ სხვა ტიპის უბინძურეს ცილისწამებაზე კომენტარიც კი არ გამიკეთებია, მაგრამ ახლა ჩემი მეგობრის, უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი…

მეტი...

იერუსალიმში ტერაქტი მოხდა, არიან დაღუპულები

იერუსალიმის ერთ-ერთ რაიონში, სინაგოგაზე ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა. დაიღუპა 7 ადამიანი, 10 კი დაიჭრა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ტერორისტი სინაგოგასთან მანქანით მივიდა ლოცვის შემდეგ სინაგოგიდან გამოსულ მლოცველებს ცეცხლი გაუხსნა. გაქცევისას ტერორისტი პოლიციელებს შეეჯახა, ცეცხლი პოლიციელებსაც გაიხსნა, თუმცა, სამართალდამცველებმა ის ადგილზე მოკლეს. წინასწარი ინფორმაციით, ტერორისტი „ჰამასის” დაჯგუფებას მიეკუთვნებოდა.  

მეტი...

„თითქოს ჭკუაშემცდარი ვარ“ – მიხეილ სააკაშვილი  

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი გერმანულ „შპიგეკთან“ ინტერვიუში  საკუთარ ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ თუ გადარჩა, მისი მომავალი უკრაინაშია. „პერსონალს აქ ვუყვარვარ. ეს ტელევიზიითაც გაცხადდა. იმ დღეს რაც შეეხება, მოსამართლე და პროკურორები, ჩემს პაალატაში აპირებდნენ პროცესის გამართვას, მიუხედავად იმისა, რომ სიცხე, წნევა და ტვინის ანთება მქონდა. ამიტომ დავყარე წამლები, რომლებიც მომცეს. მორალურად არასწორი იყო ამ ვიდეოთი იმის ჩვენება, რომ თითქოს ჭკუაშემცდარი ვარ“ – აცხადებს სააკაშვილი ინტერვიუში. მისივე თქმით, თუ გადარჩება, უკრაინაში წავა. „თუ ცოცხალი გადავრჩი, მხოლოდ უკრაინაში ვხედავ მომავალს. ამ ქვეყნის ისტორიაში უკვე ვითამაშე გარკვეული როლი და უზომოდ ბედნიერი ვიქნები…

მეტი...

სააკაშვილის თქმით, ადვოკატის ფული არ აქვს და ბინა უნდა გაყიდონ

„ახლა ფული არ გვაქვს“ – აცხადებს მიხეილ სააკაშილი გერმანულ „შპიგელთან“ ინტერვიუში. მისი თქმით, მის ოჯახს ადვოკატისთვის გადასახდელი ფულიც არ გააჩნია. „მილიონები არ მაქვს გადამალული, დედაჩემი ბინის გაყიდვასაც ფიქრობს. დედაჩემმა მემკვიდრეობით მიღებული მიწა გაყიდა და მიუხედავად ამისა, ფული არ გვაქვს, არც ადვოკატების და არც სხვა რამის. დედაჩემი ამასობაში ბინის გაყიდვასაც ფიქრობს. ჩვენ უსამართლო ბრძოლაში ვართ“, – აცხადებს  სააკაშვილი ინტერვიუში.  

მეტი...

„ვნანობ, რომ შს მინისტრი მაშინ არ გავათავისუფლე“ – სააკაშვილი გირგვლიანის მკვლელობაზე

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი გერმანულ „შპიგელთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ერთ-ერთი, რასაც ის ნანობს, სანდრო გირგვლიანის საქმე და შს მინისტრის პოზიციაზე დატოვებაა. „2004 წელს საქართველო შეუმდგარი  სახელმწიფო იყო, უმოქმედო ინსტიტუტებით. ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში მშპ გაოთხმაგდა, კორუფცია თითქმის გაქრა და ევროპული ინტეგრაციის გზას დავადექით. სამწუხარო შემთხვევებიც იყო, როგორც ბანკირ გირგვლიანის შემთხვევა, რომელიც არაობიექტურად შუქდებოდა. დღეს ვნანობ, რომ შს მინისტრი მაშინ არ გავათავისუფლე“ – აცხადებს სააკაშილი ინტერვიუში. სააკაშვილის თქმით, ვინც საქართველოში მისი ჩაოსვლა დაგეგმა, შესაძლოა, რუსეთის აგენტები იყვნენ

მეტი...

სააკაშვილის თქმით, ვინც საქართველოში მისი ჩაოსვლა დაგეგმა, შესაძლოა, რუსეთის აგენტები იყვნენ

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი გერმანულ „შპიგელს“ ინტერვიუს აძლევს, სადაც საქართველოში მის ჩამოსვლასა და პრეზიდენტობის პერიოდზეც საუბრობს. როგორც მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, მისი საქართველოში დაბრუნება, დიდი ლბათობით, რუსეთის აგენტებმა დაგეგმეს. „გამორიცხული არ არის, ადამიანები, ვინც ჩემს დაბრუნებას გეგმავდნენ, რუსეთის აგენტები იყვნენ“ – ამბობს სააკაშვილი ინტერვიუში. მისივე თქმით, მისი საქართველოში დაკავება პუტინის და რუსეთის მაღალჩინოსნების დავალება იყო. „პრეზიდენტი პუტინი, მისი წინამორბედი დიმიტრი მედვედევი და საგარეო მინისტრი ლავროვი არა მხოლოდ ჩემი ფიზიკური განადგურებისკენ მოუწოდებდენ, არამედ, განსაკუთრებით პუტინი მოითხოვდა ჩემს საქართველოში დაჭერას და გასამართლებას. არცერთი ქვეყანა რუსეთის გარდა არ აღიარებს და ცნობს ჩემს ბრალეულობას და ჩემს…

მეტი...

რუსეთი ლატვიის ელჩს ქვეყნიდან აძევებს

ლატვიის ელჩს რუსეთის ფედერაციას ატოვებინებენ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლატვიის ელჩს მარის რიექსტინსს ქვეყნის დასატოვებლად 2 კვირიანი ვადა მისცა. ელჩს შესაბამისი დიპლომატიური ნოტა უკვე გადასცეს. „ლატვიის ხელისუფლების პროვოკაციულ დემარშს დიპლომატიური ურთიერთობების დონის დაწევის მიზნით, შედეგები მოჰყვება“ , – აღნიშნულია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.  

მეტი...

ჯო ბაიდენი უკრაინაში ჩასვლაზე ფიქრობს

თეთრ სახლში ადასტურებენ რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინაში ჩასვლას განიხილავს, თუმცა, ამ ეტაპისთვის შესაფერისი დრო არ არის. „ბაიდენს სურს უკრაინაში ჩასვლა, მაგრამ ახლა ის მომენტი არ არის“ – აცხადებს თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი  ჯონ კირბი CNN-თან. მისივე თამით, ჯო ბაიდენს პრეზიდენტ ზელენსკისთნამ მჭიდრო ურთიერთობებს ინარჩუნებს. „პრეზიდენტი პრეზიდენტ ზელენსკისთამ ჭიდრო ურთერთობას ინარჩუნებს, სკამოდ ხშირად საუბრობენ. კონცენტრირებული ვართ იმაზე, რომ უკრაინა შეიარაღებით მოვამარაგოთ”, – აცხადებს კირბი.  

მეტი...

„21-ე საუკუნეში ადამიანი კვლავ არ არის საკმარისად დაცული“ – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, 21-ე საუკუნეში ადამიანი კვლავ არ არის საკმარისად დაცული მისი ფუნდამენტური უფლებების ხელშეუხებლობისგან. „ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს ვიხსენებთ მილიონობით უდანაშაულო მსხვერპლს, რომლებიც ადამიანების იდეოლოგიურ გადაგვარებას შეეწირნენ. დღეს განგვიახლდა იმ ტკივილისა და სირცხვილის შეგრძნება, რომელსაც კაცობრიობა ჰოლოკოსტის დანაშაულის გამოაშკარავების შემდეგ განიცდიდა. ჰოლოკოსტის სისასტიკის მიუხედავად, 21-ე საუკუნეში, ომებისა და იდეოლოგიური განსხვავებულობის გამო, სამწუხაროდ, ადამიანი, როგორც უზენაესი ღირებულება, კვლავ არ არის საკმარისად დაცული მისი ფუნდამენტური უფლებების ხელშეუხებლობისგან. დღევანდელი დღე მთელი კაცობრიობისთვის კიდევ ერთი გაფრთხილებაა, რომ არასოდეს დავუშვათ არაჰუმანური აზროვნების აღზევება, რამაც შეიძლება, ჰოლოკოსტის მსგავს კატასტროფულ შედეგებამდე მიგვიყვანოს“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

მეტი...

ისანში ხანძარია

თბილისში, ისნის დასახლებაში ხანძარია. გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე მეორადი საბურავები იწვის, რომელიც ღია ტერიტორიაზეა განთავსებული. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობენ.  

მეტი...

11 ექიმს სერთიფიკატი შეუჩერდა

ჯანდაცვის სამინისტროში პროფესიული განვითარების საბჭოს გადაწყვეტილებით, 11 ექიმს სერთიფიკატი შეუჩერეს. საბჭოს სხდომა დღეს  გაიმართა. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე, სამედიცინო მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ შესწავლილი 5 საკითხი განიხილეს და 14 ექიმის პროფესიულ პასუხისმგებლობაზე იმსჯელეს. საბჭოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით 11 ექიმს შეუჩერდა. „პროფესიული განვითარების საბჭო ექიმთა პროფესიული საქმიანობის საფუძვლიან და დეტალურ შესწავლას უზრუნველყოფს. განიხილავს პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხს, სამედიცინო პერსონალის შესაძლო გადაცდომებს, პროფესიულ პასუხისმგებლობებსა და არაკეთილსინდისიერ/არაეთიკურ, პაციენტთან შეუსაბამო მოპყრობის შემთხვევებს. მოქალაქისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის შესწავლის მიზნით, პროფესიული განვითარების საბჭო კვირაში…

მეტი...

თავდასხმა აზერბაიჯანის საელჩოზე – რას აცხადებს დაკავებული

მამაკაცი, რომელიც თეირანში აზერბაიჯანის საელჩოში შეჭრის ფაქტზე დააკავეს, აცხადებს, რომ უკვე 9 თვეა მისი ცოლი საელჩოშია დაკავებული. თეირანის პოლიციის უფროსის, გენერალ ჰოსეინ რაჰიმის განცხადებით, დაკავებული აზერბაიჯანელ ქალზე იყო დაქორწინებული. ირანის საგარეო უწყების პრესსპიკერმა, ნასერ კანანიმ თავდასხმა დაგმო და აღნიშნა, რომ დამნაშავეს „პირადი მოტივები“ ამოძრავებდა. ცნობისთვის, დღეს დილით თეირანში მდებარე აზერბაიჯანის საელჩოზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა, 1 ადამიანი კი დაშავდა.

მეტი...

,,დასკვნაზე დასკვნის მომზადების იურიდიული საფუძველი საეჭვოა და მიუთითებს იუსტიციის სამინისტროს მიკერძოებულ სტატუსზე”- ”ემპათია”

,,იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის ქმედებებს განვიხილავთ, არასამთავრობო ორგანიზაცია ცენტრი „ემპათია“ – ზე და ექსპერტთა ჯგუფზე ზეწოლის მცდელობად,”- ასე ეხმიანება ცენტრი „ემპათია“  საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებას. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ”ცენტრი „ემპათია“ კვლავ ელოდება სამხარაულის ბიუროს დასკვნის დასკვნას, აღნიშნულის გაცნობის შემდეგ ექსპერტთა ჯგუფი ჩაატარებს პრესს – კონფერენციას, ასევე ჩატარდება დასკვნის დასკვნაზე ექსპერტიზა საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით.” „საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვეხმაურებით იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის ბრიფინგს, რომელიც მან 27 იანვარს ჩაატარა. აღნიშნულ ბრიფინგზე, მან განაცხადა, რომ „ჭეშმარიტების დადგენის მიზნით“, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიმართა სამხარაულის ეროვნულ ბიუროს მიხეილ სააკაშვილის შესახებ ცენტრი „ემპათია“ -ს დასკვნის…

მეტი...