სააკაშვილის თქმით, ვინც საქართველოში მისი ჩაოსვლა დაგეგმა, შესაძლოა, რუსეთის აგენტები იყვნენ

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი გერმანულ „შპიგელს“ ინტერვიუს აძლევს, სადაც საქართველოში მის ჩამოსვლასა და პრეზიდენტობის პერიოდზეც საუბრობს.

როგორც მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, მისი საქართველოში დაბრუნება, დიდი ლბათობით, რუსეთის აგენტებმა დაგეგმეს.

„გამორიცხული არ არის, ადამიანები, ვინც ჩემს დაბრუნებას გეგმავდნენ, რუსეთის აგენტები იყვნენ“ – ამბობს სააკაშვილი ინტერვიუში.

მისივე თქმით, მისი საქართველოში დაკავება პუტინის და რუსეთის მაღალჩინოსნების დავალება იყო.

„პრეზიდენტი პუტინი, მისი წინამორბედი დიმიტრი მედვედევი და საგარეო მინისტრი ლავროვი არა მხოლოდ ჩემი ფიზიკური განადგურებისკენ მოუწოდებდენ, არამედ, განსაკუთრებით პუტინი მოითხოვდა ჩემს საქართველოში დაჭერას და გასამართლებას. არცერთი ქვეყანა რუსეთის გარდა არ აღიარებს და ცნობს ჩემს ბრალეულობას და ჩემს მიმართ გამოტანილ განაჩენებს. მინდოდა საქართველოსი დაბრუნება, მაგრამ ცუდი დრო დაემთხვა, ცოტა ხანში რუსეთმა ომი დაიწყო უკრაინასთან. არც ის არის გამორიცხული, რომ ვიღაც ადამიანები, ვინც ჩემს დაბრუნებას გეგმავდა 2021 წლის ოქტომბერში, რუსეთის შემოგზავნილი აგენტები იყვნენ“ – ამბობს სააკაშვილი ინტერვიუში.

 

მსგავსი თემები