„თითქოს ჭკუაშემცდარი ვარ“ – მიხეილ სააკაშვილი  

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი გერმანულ „შპიგეკთან“ ინტერვიუში  საკუთარ ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ თუ გადარჩა, მისი მომავალი უკრაინაშია.

„პერსონალს აქ ვუყვარვარ. ეს ტელევიზიითაც გაცხადდა. იმ დღეს რაც შეეხება, მოსამართლე და პროკურორები, ჩემს პაალატაში აპირებდნენ პროცესის გამართვას, მიუხედავად იმისა, რომ სიცხე, წნევა და ტვინის ანთება მქონდა. ამიტომ დავყარე წამლები, რომლებიც მომცეს. მორალურად არასწორი იყო ამ ვიდეოთი იმის ჩვენება, რომ თითქოს ჭკუაშემცდარი ვარ“ – აცხადებს სააკაშვილი ინტერვიუში.

მისივე თქმით, თუ გადარჩება, უკრაინაში წავა.

„თუ ცოცხალი გადავრჩი, მხოლოდ უკრაინაში ვხედავ მომავალს. ამ ქვეყნის ისტორიაში უკვე ვითამაშე გარკვეული როლი და უზომოდ ბედნიერი ვიქნები ზელენსკისთან ერთად და მისი ხელმძღვანელობით ვიმუშაო“ – ამბობს სააკაშვილი.

მსგავსი თემები