დასავლეთი ადასტურებს, რომ უკრაინას 321 ტანკს გაუგზავნის

დასავლეთის ქვეყნები ადასტურებენ, რომ ომში მყოფ უკრაინაა 321 ერთეულ საბრძოლო ტანკს გაუგზავნიან. ინფორმაციას საფრანგეთში უკრაინის ელჩი ვადიმ ომელჩენკო ავრცელებს.

„დღეს ბევრმა ქვეყანამ ოფიციალურად დაადასტურა თანხმობა უკრაინისთვის 321 მძიმე ტანკის მიწოდებაზე… ზოგიერთმა ქვეყანამ უნდა განახორციელოს ტექნიკური მომსახურება, სხვები აგვარებენ ლოგისტიკის საკითხებს ან ელოდებიან სხვა მოდელების მიღებას“, – განაცხადა ელჩმა.

 

მსგავსი თემები