სანქტ-პეტერბურგზე, სავარუდოდ, უპილოტო საფრენი აპარატით იერიში განხორციელეს

სანქტ-პეტერბურგში, ბუდიონის სახელობის კომუნიკაციების სამხედრო აკადემიის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა. წინასწარი ცნობებით, მიზეზი შესაძლოა  უპილოტო საფრენი აპარატების იერიში იყოს.

გარდა ამისა, ადგილობრივი გამოცემა „როტონდა“ იტყობინება, რომ  სასწავლო ამუნიციის საწყობი აფეთქდა.  გამოცემა „ბუმაგა“ თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება, რომ აფეთქება მოხდა შენობის შიგნით.

მედია ავრცელებს ინფორმაციას შვიდი დაშავებულის შესახებ, მათგან ორი მძიმედ არის დაჭრილი და ისინი სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში წაიყვანა. ერთ-ერთი დაშავებული სარეანიმაციო განყოფილებაშია.

 

მსგავსი თემები