„ეს გამოწვევა შესაძლოა, რიგი ბიზნესისთვის გადაულახავი აღმოჩნდეს“ – შოთა ბურჯანაძე „მედიაცენტრ მთავართან“

2023 წლის იანვრიდან სამუშაო საათის შემცირება გარკვეული ბიზნესისთვის სირთულე აღმოჩნდა. კერძოდ, როგორც ბიზნესის წარმომადგენლები აცხადებენ, მათ მთლიანი წლის ბიუჯეტი დაგეგმილი ჰქონდათ და სამუშაო საათის შემცირების გამო პრობლემები ექმნებათ.

როგორც „მედიაცენტრ მთავართან“ „რესტორატორთა ასოციაციის“ დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ აღნიშნა, ბიზნესის ნაწილს ნამდვილად გაუჭირდება.

„გარკვეული სფეროებისთვის 48 საათიანი სამუშაო გრაფიკი შეიცვალა. მაგალითად, სპეციფიკურ სფეროებად ითვლება დისტრიბუცია, ტურისტული სფერო, რესტორნები, სასტუმრო. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანმა შეიძლება კვირის განმავლობაში 40 საათი იმუშაოს და შეასრულოს ვალდებულება. ამასთან, უარი თქვას დამატებითი სამუშაოს შესრულებაზე ან მეორე ვარიანტში, შეასრულოს 40 საათი, დამატებით იმუშაოს და მიიღოს დამატებითი შემოსავალი. ამ კუთხით მინიმალური ხელფასი არ არის განსაზღვრული. ეს ბიზნესისთვის არის დამატებითი კადრების მოძიების აუცილებლობა, მეორე კი დამატებითი გასავალი. ეს ორი ფაქტორი ბიზნესისთვის გამოწვევაა“ – აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ „მედიაცენტრ მთავართან“.

მისი თქმით, იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში კვალიფიციური კადრის დეფიციტია, პრობლემა უფრო რთულდება.

„დღეს ძალიან რთულია ახალი კადრების მოძიება. ეს არის გამოწვევა, რომელიც შეიძლება გარკვეული ბიზნესისთვის გადაულახავი აღმოჩნდეს. რაც შეეხება ფინანსურ მხარეს, ძალიან დიდი პროცენტია იმ ბიზნეს სფეროში, რომელიც ამ პრობლემას ვერ გადალახავს და პრობლემა შეექმნება“,- აღნიშნა ბურჯანაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

 

მსგავსი თემები