„გადაუვადოს სასჯელი“ – გიული ალასანია

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის დედის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას კი არა, სასჯელის გადავადებას ითხოვენ.

„ჩვენი თხოვნა საზღვარგარეთ გადაყვანა კი არ არის, არის ის, რომ გადაუვადონ სასჯელი.  თავისუფალი რომ იქნება, თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას, სად წავიდეს. იქნებ, აქ რჩება და აქ აპირებს მკურნალობის გაგრძელებას? მე არ ვიცი ჯერ“,- განაცხადა გიული ალასანიამ მედიასთან.

მსგავსი თემები