„უნდა იცოცხლოს და მოესწროს უკრაინის გამარჯვებას“ – გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის დედა გერმანულ გამოცემასთან მისი შვილის ინტერვიუზე მოკლე კომენტარს აკეთებს. როგორც გიული ალასანია აცხადებს, მისი შვილი აგენტებში ქართველებს არ გულისხმობდა.

„გულისხმობს იმას, ვინც წერია, რუსეთის აგენტებს, გუნდი არაფერ შუაშია. თუნდაც ის ფეისბუქზე გაკეთებული განცხადებები, რომ უსათუოდ უნდა ჩამოვიდეს და ეს უნდა მოხდეს ოქტომბრამდე. აი ამ გზით ხდებოდა მისი დაბრუნება. მას არ უნდა სიკვდილი, უნდა რომ იცოცხლოს და მოესწროს უკრაინის გამარჯვებას. ეს არის სწორედ მისი ერთადერთი მიზანი“, – აცხადებს კლინიკიდან გამოსული გიული ალასანია.

შეგახსენებთ, რომ სააკაშვილმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ ვინც მის საქართველოში დაბრუნებას გეგმავდა, შესაძლოა რუსეთის აგენტები იყვნენ.

მსგავსი თემები