„ორ კვირაზე ადრე დაადებს ვეტოს, ეს იქნება გამოსავალი“- ბესელია

 „ვეტო მისცემს შესაძლებლობას უკან დახევის. თუ “ქართულ ოცნებას” სურს ქვეყნისთვის სასარგებლოდ უკან დახევა, ეს შანსი ექნება სწრაფად“- განაცხადა ეკა ბესელიამ. ბესელია ამბობს, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტოს დაადებს. „ორ კვირაზე ადრე დაადებს ვეტოს. დროს ვერ გეტყვით, მაგრამ ვეტო იქამდე იქნება, სანამ ვენეციის კომისია დასკვნას გამოაგზავნის. ვიცი, რომ ფიქრობს ამაზე პრეზიდენტი. ძალიან სწრაფად მოისმენთ და თან ეს იქნება გამოსავალი”, – ამბობს ბესელია.

მეტი...

„დაასანქცირეთ ივანიშვილი“- აქცია ბრიუსელში

ბრიუსელში ქართველმა ემიგრანტებმა აქცია გამართეს. ისინი  “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”  კანონის გაწვევას და ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას ითხოვენ. აქციის მონაწილეებს ხელში ბანერი ეჭირათ წარწერით „ დასანქცირდეს ივანიშვილი“.   ქართველი ემიგრანტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან პერიოდულად მართავენ საპროტესტო აქციებს.

მეტი...

“მსოფლიოში მხოლოდ ერთი ჩინეთია” – ჩინეთის ელჩი თაივანის “დამოუკიდებლობაზე” (ვიდეო)

მეტი...

„პარლამენტმა კანონი ფიზიკურ პირებზე გაავრცელა“- ვახუშტი მენაბდე

„პარლამენტმა კანონი ფიზიკურ პირებზე გაავრცელა, თუმცა იქამდე უმრავლესობა გვარწმუნებდა, რომ ის მარტო ორგანიზაციებს შეეხებოდა – ერთი მოსმენაც ვერ გაძლეს, რომ არ გაემჟღავნებინათ ნამდვილი მიზნები“- განაცხადა კონსტიტუციური  სამართლის სპეციალისტმა ვახუშტი მენაბდემ. მენაბდე  “უცხოური გავლენის გამჭვირავლობის შესახებ” კანონპროექტში განხორციელებულ ცვლილებებს აფასებს და ამობს, რომ თუ იუსტიციის სამინისტრო რომელიმე ორგანიზაციის მონიტორინგის ფარგლებში კერძო პირს სამინისტრო ინფორმაციის წარდგენას მოსთხოვს და ამას ფიზიკური პირი დაუყოვნებლივ არ გააკეთებს, ის 5 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება. „ყველაზე საინტერესო ის არის, რა ინფორმაცია შეიძლება მოითხოვონ თქვენგან? ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი „საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც. მოთხოვნის ზუსტი ფარგლები…

მეტი...

ავთანდილ ჯორბენაძე გარდაიცვალა

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე გარდაიცვალა. ინფორმაციას გარდაცვალების შესახებ ოჯახის ახლობლები ადასტურებენ. ჯორბენაძე 73 წლის იყო. ავთანდილ ჯორბენაძე 1993 წლის 19 ოქტომბრიდან 1999 წლის 10 დეკემბრამდე საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. 1999 წლის 10 დეკემბრიდან 2001 წლის 22 დეკემბრამდე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი იყო. 2001 წლის 22 დეკემბრიდან 2003 წლის 27 ნოემბრამდე კი სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

მეტი...

უკრაინა მსჯავრდადებულთა მობილიზაციას იწყებს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ  ხელი მოაწერა კანონს მსჯავრდადებულთა მობილიზაციის შესახებ. დოკუმენტის თანახმად, მსჯავრდადებულთა და პატიმართა ზოგიერთი კატეგორია შეძლებს ნებაყოფლობით საფუძველზე იმსახუროს ჯარში. ეს იქნება კონტრაქტით სამსახური საომარ მდგომარეობაში. ამის შესახებ წერს „რბკ-უკრაინა“  უმაღლესი რადის საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. ცვლილებები ითვალისწინებს სასჯელის მოხდიდან პირობით-ვადამდელ გათავისუფლებას მსჯავრდადებულთათვის, რომლებიც დათანხმდებიან კონტრაქტის ხელმოწერას. მაგრამ არმიაში მობილიზებას ყველა ვერ შეძლებს. გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა გამოიტანოს, წერს გამოცემა.

მეტი...

გორის გვირაბში ავტოსანტრანსპორტო მოძრაობის სპეციალური რეჟიმი იმოქმედებს

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2024 წლის 21 მაისის 01:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე გვირაბის სენაკი-თბილისის, ხოლო 23 მაისის 01:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე და 24 მაისის 01:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებებზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ინფორმაციას, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე. საავტომობილო გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე და სენაკი-თბილისის მიმართულება…

მეტი...

„ასიათასობით მოქალაქე  გამოვიდა, ფაქტობრივად რეფერენდუმი შედგა“- შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილის შეფასებით , ოჯახი სიწმინდის დღე მნიშვნელოვანი დღესასწაულია, რომელიც საქართველოს ეკლესიის ინიციატივით 10 წლის წინ დაწესდა. „მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ყველა მოქალაქემ ამ დღეს განსაკუთრებით გამოხატოს თავისი დამოკიდებულება ოჯახური ღირებულებების, უფროსების პატივისცემის, სტუმარ-მასპინძლობის მიმართ. როგორც დღეს მეუფე შიომ აღნიშნა, ოჯახში არის სამი ჰიპოსტასი – მამა, დედა და შვილი, ოჯახი არის კაცი, ქალი და ბავშვი და  ოჯახის ეს გაგება  სრულად უნდა იყოს აღქმული და წარმოჩენილი ხალხის მხრიდან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დღეს, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში გამოსულმა მოსახლეობამ ფაქტობრივად გამოხატა საკუთარი დამოკიდებულება კონსტიტუციური კანონის პროექტის მიმართ. „საპარლამენტო უმრავლესობამ დააინიცირა…

მეტი...

„აქციებთან დაკავშირებით დამიბარეს გამოკითხვაზე, ურეკავენ ყველას“- ჯაფარიძე

“გირჩის” ლიდერი ზურა ჯაფარიძე აცხადებს, რომ მას კრიმინალური პოლიციიდან დაურეკეს და აქციებთან დაკავშირებით გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. ჯაფარიძე ამბობს, რომ რეკავენ ყველასთან.  „მასიურად იბარებს ხალხს კრიმპოლი. ამ წუთებშიც რეკავენ ყველასთან. აქციებთან დაკავშირებით დამიბარეს მეც გამოკითხვაზე. არ მიხვიდეთ ასე დარეკილზე. მოითხოვეთ რომ მოსამართლის თანდასწრებით გამოგკითხონ და სასამართლოში მოდით ადვოკატთან ერთად. თუ არ გყავთ, დაგვიკავშირდით, დაგაკვალიანებთ” – წერს ჯაფარიძე. ცოტა ხნის წინ, ე.წ „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციების აქტიური მონაწილე ნატალია ყიფშიძემ  სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სასამართლოში გამოკითხვაზე  დაიბარეს.

მეტი...

მოსკოვში საქართველოსთან ფულადი გადახდების რუბლსა და ლარზე გადასვლის იდეა განიხილება

მოსკოვში  რუსეთის ფედერაციის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინიციატივით შექმნილი რუსულ-ქართული ბიზნესსაბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. შეხვედრის შემდეგ გავრცელდა პრესრელიზი, რომლის თანახმადაც სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვლადიმირ პადალკომ განაცხადა, რომ საქართველო და რუსეთი მომავალში უნდა გადავიდნენ ეროვნულ ვალუტაში ორმხრივ ანგარიშსწორებაზე. „რათა რუბლიც და ლარიც გადახდის საშუალებები გახდეს და ფინანსური ოპერაციები ხორციელდებოდეს შუამავლების გარეშე.“- განაცხადა პადალკომ. მან იმედი გამოთქვა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროები გაააქტიურებენ მუშაობას რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის მიმართულებით.

მეტი...

„15-დან 17 აპრილამდე 180 პირია დაკავებული, საუბრობენ არასათანადო მოპყრობაზე“- ომბუდსმენი

სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, 15 აპრილიდან 17 მაისის პერიოდში, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა აქციებზე დაკავებული 180 პირი მოინახულეს. აქედან, 93 პირი პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა. „15 აპრილიდან 17 მაისის პერიოდში სახალხო დამცველის რწმუნებულებმა აქციებზე დაკავებული 180 პირი მოინახულეს. 93 პირი მიუთითებდა პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე. 71 პირმა ითხოვა რეაგირება, რის თაობაზეც მივმართეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. ცხელ ხაზზე შემოვიდა 382 შეტყობინება“, – ნათქვამია განცხადებაში.  

მეტი...

„საქართველოს მთავრობის მეთაურთან ნათლად ვთქვი, ეს კანონი შეცდომაა“ – შოლცი

„საქართველოს მთავრობის მეთაურთან ძალიან ნათლად ვთქვი, რომ ეს კანონი შეცდომაა და ის არ უნდა იქნას მიღებული, ახლა არაფერი შეცვლილა“ – განაცხადა ოლაფ შოლცმა. გერმანიის კანცლერმა, ამის შესახებ შვეიცარიის პრეზიდენტ, ვიოლა ამჰერდთან ერთად, 15 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა. „აქ, ზუსტად ამ ადგილას, საქართველოს მთავრობის მეთაურთან ერთად ვიდექი და ძალიან-ძალიან ნათლად ვთქვი, რომ ეს კანონი შეცდომად მიმაჩნია და ის არ უნდა იქნას მიღებული. ახლა, როდესაც ეს [კანონის მიღება] გადაწყდა, არაფერი შეცვლილა”, – განაცხადა შოლცმა.  

მეტი...

„ევროპაში კარი ღია დარჩება თუ საქართველოს მთავრობა „საქანელა“ პოლიტიკას შეწყვეტს“- მაიკ როთი

„ჩემი აზრით, ზოგიერთი ადამიანის იდეა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შესახებ, სერიოზული შეცდომა იქნება“ – ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მაიკლ როთმა გერმანულ გამოცემა Vorwärts-თან ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, ამის ფასს საქართველოსი ახალგაზრდა ხალხი გადაიხდის. „მაგრამ ასევე არ მჯერა მთავრობის კურსისთვის მოსახლეობის დასჯის. ჩემი აზრით, ზოგიერთი ადამიანის იდეა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შესახებ სერიოზული შეცდომა იქნება. საქართველოში ახალგაზრდა ხალხი, განსაკუთრებით, ამის ფასს გადაიხდის. იმედი უნდა მივცეთ, რომ ევროპაში კარი ღია დარჩება თუ საქართველოს მთავრობა მის „საქანელა“ პოლიტიკას შეწყვეტს ევროკავშირსა და რუსეთს შორის”, – განაცხადა როთმა.  

მეტი...

სარაკეტო იერიში ხარკოვზე- დაღუპულია 2 ადამიანი

რუსმა საოკუპაციო ძალებმა საჰაერო იერიში ხარკოვზე მიიტანეს. რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, 19 კი დაშავდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაშავებული 4 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. დაჭრილთა შორის 18 კაცია, ხოლო ერთი ქალი.

მეტი...

პრემიერი ახალგაზრდებს გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო დისკუსიაში იწვევს

„ვთავაზობ აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს, გამოყონ ათამდე წარმომადგენელი, რომელთანაც გავმართავ საჯარო დისკუსიას გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო. შეგიძლიათ დისკუსიას დაასწროთ 2-3 არაახალგაზრდაც, რომელსაც თქვენ ავტორიტეტულ ექსპერტად განიხილავთ“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. პრემიერ-მინისტრის თქმით, ჩამცხრალი ემოციების ფონზე, არსებობს უკეთესი შესაძლებლობა იმისა, რომ გაიმართოს ჯანსაღი დისკუსია . „იმედი მაქვს, ჩვენ კონსტრუქციულობასა და ღიაობაზე ამჯერად მაინც მივიღებთ შესატყვის პასუხს და ელჩებისგან და რადიკალური ოპოზიციის კუთვნილი მედიასაშუალებებისგან განსხვავებით, ახალგაზრდები მონაწილეობას მიიღებთ ჯანსაღ დისკუსიაში გამჭვირვალობის კანონის შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში.    

მეტი...

ჩინური მანქანების ბაზრობა ქუთაისში გაიხსნება

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩის – ჭოუ ციენის ინფორმაციით, დაგეგმილია ელექტრო მანქანების ჩინური ბრენდების საქართველოში შემოსვლა, რაც ჩინეთ-საქართველოს პარტნიორული თანამშრომლობის კიდევ ერთი შედეგია. როგორც ელჩმა აღნიშნა, ჩინური მანქანების ბაზრობა სავარაუდოდ, ქუთაისში გაიხსნება. „ალტერნატიული ენერგიის ინდუსტრიაში ჩინეთის წარმატება ტექნოლოგიებში, ბაზარსა და სამრეწველო ჯაჭვებში მისი უპირატესობით არის განპირობებული. ერთი მხრივ, გლობალურ მომხმარებლებს შესაძლებლობა უჩნდებათ, ისარგებლონ ხელმისაწვდომი და ხარისხიანი პროდუქციით. მეორე მხრივ, ჩინეთს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მწვანე ტრანსფორმაციის პროცესში, რაც ქვეყნების უმრავლესობისთვის მისასალმებელია. შემიძლია მოვიყვანო ჩინური ბრენდის BYD-ის მაგალითი, რომელმაც გასული წლის მეოთხე კვარტალში ახალ ენერგიაზე მომუშავე ავტომობილების გლობალურ გაყიდვებში ტესლას გადაასწრო. ჩინელ მომხმარებელს შეუძლია…

მეტი...

,,აქციებზე დაკავებული 180 პირი მოვინახულეთ, მათგან 93 პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა” – ომბუდსმენი

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, 15 აპრილიდან 17 მაისის პერიოდში მათმა რწმუმნებულებმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებული 180 პირი მოინახულეს. მათგან 93 პირი პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა. ,,71-მა პირმა ითხოვა რეაგირება, რის თაობაზეც მივმართეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. ცხელ ხაზზე შემოვიდა 382 შეტყობინება”, – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

პაპუაშვილის თქმით, აქციაზე ევროპელი მინისტრების მისვლა ,,საბჭოთა, რუსული მიდგომაა”

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ევროპელი მინისტრების აქციაზე მისვლა ,,საბჭოთა, რუსული მიდგომაა”. ,,ესეც არის ტიპიური საბჭოთა მიდგომა საკითხის მიმართ. ეს რომ არ ეხებოდეს ევროკავშირის წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს, ადამიანი ნახავდა პირდაპირ ანაბეჭდს საბჭოთა ან რუსული მიდგომისა. კერძოდ, როდესაც შენ რაღაცა არ მოგწონს სხვა ქვეყანაში, და შენ დგახარ და ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების საწინააღმდეგო მიტინგზე გამოდიხარ სიტყვით. ამაზე დიდი, რა გითხრათ, აი, არასწორი საქციელი რაც ჩვენ ვიხილეთ მინისტრების მიერ ქართველი ხალხის მიმართ, რაც, პრინციპში, არის უარყოფა იმ მეგობრობისა, რომელიც ჩვენ ხალხებს შორის არის. იმ სოლიდარობისა, რომელსაც ქართველი ხალხი 80-იანი…

მეტი...

,,სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტია და არ აქვს არჩევნებში მონაწილეობის უფლება, თუმცა ის ხშირად არღვევს კონსტიტუციას” – კალაძე

„მას არანაირი უფლება არ აქვს პოლიტიკურ პროცესებში ანუ საარჩევნო კამპანიაში მიიღოს მონაწილეობა. ის არის პრეზიდენტი, თუმცა ჩვენ არაერთხელ ვიხილეთ, რომ ის ჩვეულებრივად არღვევს კონსტიტუციას“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა იმ კითხვაზე პასუხად, რომელიც სალომე ზურაბიშვილის ოპოზიციის სათავეში ჩადგომის გადაწყვეტილებას ეხებოდა. თბილისის მერის თქმით, პრეზიდენტის გადაწყვეტილება რეალურად არაფერს შეცვლის და მომავალ არჩევნებში დიდი უპირატესობით გამარჯვების შანსი ისევ მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ ექნება. „იმის ნაცვლად, რომ პირველი იყოს, ვინც იცავს კანონს, კონსტიტუციას, არის პირველი დამრღვევი კონსტიტუციის და არც ის გამიკვირდება, რომ მან ეს ნაბიჯი გადადგას, თუმცა ეს არაფერს…

მეტი...

,,თქვით, რატომ არის აღნიშნული კანონპროექტი პრობლემური, ხომ შეიძლება, ვინმე დალოცვილმა ადამიანმა თქვას რაიმე არგუმენტი?!” – კალაძე

„ღია ვართ იმისთვის, რომ ვისაუბროთ და სიღრმეში შევიდეთ კანონპროექტთან დაკავშირებით“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა, ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მოწოდების საპასუხოდ, რომელიც კანონპროექტის ირგვლივ დისკუსიის დაწყება ეხება. კახა კალაძის თქმით, ხელისუფლება მზადაა დისკუსიისთვის, თუმცა აქამდე ოპონენტების მხრიდან კონკრეტული არგუმენტები არ მოუსმენია. „დისკუსიას ვითხოვთ ამდენი ხანია. პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, დეპუტატებმა, მეც არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება, რომ ღია ვართ იმისთვის, რომ ვისაუბროთ და სიღრმეში შევიდეთ აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით. ის სპეკულაციები, რაც ხდება – მოიფიქრეს ერთი ფრაზა „რუსული კანონი“ და მთელი ამ ხნის განმავლობაში არავის არანაირი არგუმენტი არ აქვს,…

მეტი...

,,ეს არის ფაშისტური ქმედებები, რასაც რადიკალები ახორციელებენ” – კალაძე რადიკალურ ოპოზიციაზე

„ეს არის ფაშისტური ქმედებები, რასაც რადიკალები ახორციელებენ“, – ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც „ქართული ოცნების“ დეპუტატის, მიხეილ ყაველაშვილის შვილის ბიზნესისთვის ბოიკოტის გამოცხადებას ეხებოდა. კახა კალაძის თქმით, რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ბულინგის ხელწერა უცვლელია, თუმცა მსგავსი ძალადობა ქვეყნისთვის საშიშია და უნდა შეჩერდეს. „ეს არ არის პირველი შემთხვევა და თქვენ ნახეთ უბრალოდ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ რა დამოკიდებულება აქვთ, ვინც, მაგალითად, აქციაზე არ დადის და სხვანაირად ფიქრობს. მიდის შეურაცხყოფა მისი ოჯახის წევრების მიმართ, მიდის ბულინგი სოციალურ ქსელში, SMS-ების გაგზავნა, სატელეფონო ზარები. ეს ადამიანები თავიანთ ხელწერას არ იცვლიან დღესაც.…

მეტი...

,,ყველა განვითარებული ქვეყანა ხელს მოკიდებდა ამ მინისტრებს და პანღურებით გაყრიდა” – კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ყველა განვითარებული ქვეყანა ამ მინისტრებს ხელს მოკიდებდა და ,,პანღურით გაყრიდა ქვეყნიდან”. ის საგარეო საქმეთა მინისტრების აქციაზე მისვლას “სამარცხვინო ფაქტს” უწოდებს. ,,ნუ, ეს არის კიდევ ერთი სამარცხვინო ფაქტი. შეიძლება ითქვას, რომ კარგი ლუსტრაცია მოხდა. ეს არის კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტი იმისა, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ დონორების მიერ დაანონსებული რევოლუცია, ეს ყველაფერი, იმართება გარედან. და ამის დამადასტურებელი იყო ის რამოდენიმე საგარეო საქმეთა მინისტრი, მანამდე კიდევ პოლიტიკოსები იყვნენ ჩამოსული. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ განვითარებულ ქვეყანაში საპროტესტო აქციაზე სხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავიდეს ან სხვა ქვეყნის პოლიტიკოსი. ეს…

მეტი...

,,კი ევროპას! არა რუსულ რეჟიმს!” – ქართველი სტუდენტები და ემიგრანტები, 18 მაისს აქცია-მსვლელობას ბერლინშიც აანონსებენ

კი ევროპას! არა რუსულ რეჟიმს! – ქართველი სტუდენტები და ემიგრანტები, 18 მაისს, აქცია-მსვლელობას ბერლინში აანონსებენ: ,,მოძრაობა GZA და ბერლინელი აქტივისტები გერმანიაში, ქალაქ ბერლინში 18 მაისს 15:00 საათზე გამართავენ აქციას და მარშს “რუსული რეჟიმის” წინააღმდეგ. აქცია დაიწყება Besselpark-ში, რომელიც 15:45 საათზე მარშით გაგრძელდება Bertold-Brecht-Platz-ისკენ, სადაც გაიმართება აქციის დასკვნითი ნაწილი საქართველოს პარლამენტმა 14 მაისს მიიღო მოღალატეობრივი კანონი, რითაც განუდგა საქართველოს ევროპულ მომავალს, ქართველ ხალხს და საქართველოს ისტორიულ მიზანს. აქციის ორგანიზატორები მივიჩნევთ, რომ აუცილებელია ჩვენი ხმა გავაგონოთ ჩვენს ევროპელ მეგობრებს და პარტნიორებს და თანადგომა გამოვუცხადოთ ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც მედგრად იცავენ საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებულ…

მეტი...

,,გავიმარჯვებთ სახელოვნად!” – ქართველი ემიგრანტები და სტუდენტები აქცია-მსვლელობას, 18 მაისს, ვენაში გამართავენ

ქართველი ემიგრანტებისა და სტუდენტების აქცია-მსვლელობა 18 მაისს ვენაში იგეგმება. მსვლელობა 18 საათზეა ჩანიშნული. ,,არა რუსულ კანონს! აქცია ქალაქ ვენაში! 18.05.2024 შაბათი, 18:00 საათი, Platz der Menschenrechte, Mariahilfer Str. 1, 1070 Wien იმავე დროს, 18:00 საათზე, Stadtpark-ის მთავარი შესასვლელიდან (johannesgasse 26, 1010 wien-ის მოპირდაპირე მხარე) ველოსიპედებით დავიძვრებით და აქციას მსვლელობით შემოვუერთდებით. უცხოელ მეგობრებთან ერთად გავაპროტესტებთ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, იმავე რუსული კანონის მიღებასა და მთავრობის ღიად პრორუსულ და ანტიევროპულ კურსს. ველოსიპედით წამოსვლის მსურველებს გთხოვთ, პირადში შემეხმიანოთ, რომ რაოდენობა ვიცოდეთ და კოორდინირება მარტივად შევძლოთ. არა რუსულ კანონს! არა რუსულ მთავრობას! გავიმარჯვებთ სახელოვნად!”,…

მეტი...

,,როგორც ჩანს, ვიღაცამ ჯადო გააკეთა” – სასაფლაოზე გოგოების ჩამარხული ფოტოები იპოვეს

ერთ-ერთ სასაფლაოზე ახალგაზრდა გოგონების ფოტოები იპოვეს ჩამარხული. კადრები, სოციალურ ქსელში გავრცელდა. როგორც ვიდეოშია ნათქვამი, ფოტოებს გაუგებარი წარწერები აქვს. ,,როგორც ჩანს, ვიღაცამ ჯადო გააკეთა… მე ამ გოგოებს არ ვიცნობ”, – ამბობს ვიდეოში კაცი, რომელმაც საფლავის გათხრისას, ახალგაზრდა გოგონების ფოტოები იპოვა.

მეტი...

,,ვიმყოფებით კრიტიკულ მომენტში, მაგრამ შანსი ჯერ კიდევ გვაქვს, რადგან წინ არჩევნებია” – პრეზიდენტი

ჯერ კიდევ გვაქვს შანსი, ხალხმა პოზიცია არჩევნებზე უნდა დააფიქსიროს, ეს იქნება რეფერენდუმის მსგავსი არჩევნები, – თქვა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Euractiv-თან ინტერვიუში. ,,გულწრფელად რომ გითხრათ, ახლა ნაკლებად აქვს მნიშვნელობა, გაიწვევენ თუ არა ამ კანონს ისევ, იმიტომ რომ ფართო სურათი ძალიან შემაშფოთებელია. მათ სხვა კანონებიც მიიღეს, მიუხედავად ევროკავშირის რეკომენდაციებისა, რომ ეს გამოიწვევდა ევროინტეგრაციის პროცესის შეფერხებას. ზოგადად, ერთის მხრივ არის ასეთი კანონები და მეორეს მხრივ ანტიდასავლური რიტორიკა, რომელსაც ვისმენთ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან. დაწყებული მათი საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისგან, დამთავრებული პარტიის რიგითი წევრებით. ისინი აცხადებენ, რომ დასავლეთი, რომელიც წლების განმავლობაში გვეხმარებოდა ქვეყნის აშენებაში, ახლა ცდილობს…

მეტი...

ჩინეთი ამერიკას „ჭარბი წარმოების“ პრობლემაზე სპეკულირებაში ადანაშაულებს

“ჩინეთის განვითარების შეკავების მიზნით, ზოგი ქვეყანა შეერთებული შტატების მეთაურობით, აგრძელებს „ტაივანის კოზირით“ პოლიტიკურ მანიპულირებას, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოება ამას კარგად ხედავს” – აცხადებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ჭოუ ციენი. ელჩის შეფასებით, მსგავსი ქმედებები  ქვეყნების უმრავლესობის კონსენსუსს ვერ აზიანებს. “ბოლო დროს შეერთებული შტატები, ზოგიერთ მოკავშირესთან ერთად, ჩინეთის ეკონომიკურ და სავაჭრო საკითხებზე, განსაკუთრებით ე.წ. „ჭარბი წარმოების“ პრობლემაზე სპეკულირებას ცდილობს. ბოლო დროს ჩინეთში განხორციელებული ვიზიტების შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და ხაზინის მდივანმა ჯანეტ იელენმა ალტერნატიული ენერგიის ინდუსტრიაში ჩინეთის „ჭარბი წარმოების“ საკითხზე აქცენტის გაკეთება დაიწყეს. მათ ჩინეთი „ჭარბი ნაწარმის“ ექსპორტსა და „არაკეთილსინდისიერ…

მეტი...

,,გვეუბნებიან, კვდებაო. თურმე შიგნით სისხლდენა მიმდინარეობდა, ექიმები და ექთნები ქვევით ქეიფობდნენ” – ხმაურია ქუთაისის ერთ-ერთ სამშობიაროში

ხმაური და დაპირისპირებაა ქუთაისის სამშობიარო სახლში. 26 წლის სოფო ხინგავას ოჯახის წევრები ხონელიძის კლინიკის ექიმებს უყურადღებობასა და პაციენტის უმძიმეს მდგომარეობამდე მიყვანაში ადანაშაულებენ. ახალმშობიარე ქალის ოჯახი ექიმების დასჯას და კლინიკის დახურვას ითხოვს. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალმა საკეისრო კვეთა 7 მაისს გაიკეთა, რის შემდეგაც კიდევ 4 ოპერაცია დასჭირდა. ,,ჩემი შვილი ძალით მომიკლეს. ჩემს შვილს არაფერი არ სჭირდა სასიკვდილო. გვეუბნებიან, კვდებაო. 4 ოპერაცია გაუკეთეს დათო ხინგავას გამო. მეხუთე ოპერაცია სჭირდებაო. საკეისრო ხო გავუკეთე, ჩამოვიდა დავით ხინგავა, მეო მახარობელი ვარო, ჯერ ზევიდან მიკაკუნებს, ხო გინდოდა ჯანმრთელი შვილი და შვილიშვილიო, ხოდა ფული მომთხოვა 400 ლარიო.…

მეტი...

პუტინის თქმით, რუსეთი ახლა არ აპირებს ხარკოვის აღებას

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ხარკოვის ოლქში მიმდინარე საომარ მოქმედებებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ახლა რუსეთის არმია ხარკოვის აღებას არ გეგმავს. „რაც შეეხება ხარკოვს, ასეთი გეგმები დღეს არ გვაქვს. არმიას აქვს წარმატებები, ყოველდღე მივიწევთ წინ გეგმის შესაბამისად“, – აღნიშნა პუტინმა. მან ასევე განაცხადა, რომ ხარკოვის მიმართულებაზე შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებელი უკრაინული მხარეა, რომელიც „პირდაპირ საცხოვრებელ კვარტლებს უმიზნებს“.

მეტი...

,,ტექნიკური მიზეზების გამო გადაიდო” – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს: „ყოველწლიურად საქართველოს დიპლომატიური მისიები საზღვარგარეთ, ერთიანი სამთავრობო კონცეფციის შესაბამისად, სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღნიშნავენ ქვეყნის ეროვნულ დღესასწაულს- დამოუკიდებლობის დღეს. როგორც წესი,  ეროვნული დღესასწაულის აღნიშვნა უშუალოდ  სადღესასწაულო  თარიღზე  ვერ ხერხდება და ეს დამკვიდრებული პრაქტიკაა მსოფლიოში – როგორც საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის შემთხვევაში, ასევე საქართველოს დიპლომატიურ მისიებში საზღვარგარეთ. განსაკუთრებით, ეს ეხება  საელჩოს სახელით გამართულ მიღებას, რომლის დროსაც გასათვალისწინებელია მრავალი სხვადასხვა ფაქტორი. შესაბამისად, ყოველ წელს, საქართველოს დიპლომატიური მისიების მიერ დამოუკიდებლობის  დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების, მიღების გამართვა არ ხდება ზუსტად 26 მაისს. წელსაც, 70-ზე მეტი დიპლომატიური წარმომადგენლობიდან 30-მდე საელჩოს დაგეგმილი…

მეტი...

,,მინდა, თქვენს ოჯახებს, თქვენს დედებს გადავუხადო მადლობა, თქვენი_ სამშობლოსთვის თავგანწირული კაცების და ქალების აღზრდისთვის’’ – მამა ზაქარია ვეტერანებს

მიმდინარე წლის 17 მაისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი,დირექტორის მოადგილე, მირონ ჩიგოგიძე, დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე, სამსახურის წარმომადგენლები, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები, გმირთა მემორიალზე იმყოფებოდნენ, სადაც ბრძოლის ველზე დაცემულ მეომართა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღევლინა. მათ, საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებთან ერთად, გვირგვინით შეამკეს გმირთა მემორიალი და კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, ასევე, უკრაინაში, რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაღუპულ მეომრებს; ,,დღეს, 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს შევიკრიბეთ აქ, რათა კიდევ ერთხელ მივაგოთ პატივი იმ გმირებს, ვინც ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის,…

მეტი...

,,ნუ გახდებით როსგვარდია, ნუ გახდებით რუსები” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე პოლიციელებს

,,არ არსებობს უფრო დიადი მიზანი თქვენთვის ვიდრე თითოეული მოქალაქის უფლებების დაცვაა” – ასე მიმართავს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე პოლიციელებს, რომლებიც გამჭვირვალობის შესახებ კანონის წინააღმდეგ გამართული აქციების მონაწილეებს ძალადობრივი მეთოდებით არბევენ და უსწორდებიან. ,,პოლიცია რომელიც ვერ ხედავს და არ იმჩნევს, რომ სრულიად უდანაშაულო ადამიანებს: – 24/7-ზე ატერორებენ სატელეფონო ზარებით, განურჩევლად ასაკისა და სქესისა – ემუქრებიან საკუთარი და/ან შვილების სიცოცხლის მოსპობით – ჩასაფრებებს უწყობენ სახლთან თუ ოფისთან და ჯგუფურად, ნიღბებს ამოფარებულები, ხელკეტებით უსწორდებიან – უზიანებენ პირად სატრანსპორტო საშუალებებს, მანქანა იქნება თუ სკუტერი პოლიცია რომელსაც რომც უნდოდეს, უფლება არ აქვს ეს ყველაფერი გამოიძიოს და…

მეტი...

,,ოჯახში უნდა სწავლობდეს ადამიანი სიყვარულს, იზრდებოდეს სიყვარულში, რაც არის ჩვენი სულის გადარჩენის უმთავრესი პირობა” – მეუფე შიო

მხოლოდ სიყვარულს შეუძლია დაყოფილი და დაპირისპირებული ადამიანების ერთად შეკრება და მათი ნების გაერთიანება. მხოლოდ სიყვარულს შეუძლია წარმოქმნას ადამიანებში თანხმობისა და ერთსულოვნების შესანიშნავი განწყობა, – ამის შესახებ მეუფე შიომ ქაშვეთის ტაძარში, ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ ქადაგებაზე განაცხადა. მისი თქმით, როდესაც არის სიყვარული, მაშინ მოქმედებს ღვთის მადლიც და ნებისმიერი უთანხმოების დაძლევა შეიძლება მშვიდობიანად. „ჩვენ დიდი გულისტკივილით ვადევნებდით თვალყურს იმ დაპირისპირებას, დაძაბულობას, რომელსაც ადგილი ჰქონდა და რომელიც უკავშირდებოდა და უკავშირდება ჩვენი პარლამენტის მიერ „გამჭვირვალობის კანონის“ მიღებას. ამ კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორისაც არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები და მათ შორის ძალიან…

მეტი...

,,ვიდეო მტკიცებულება კონტექსტიდან ამოგლეჯილია, სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტება იყო” – ოკმელაშვილის ადვოკატი

სარეკლამო სააგენტო ,,ლიმონის” დამფუძნებელს, ანტირუსული აქციების მონაწილეს, გიორგი ოკმელაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს. ის 15 მაისს, პოლიციელზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს. ადვოკატი ამბობს, რომ ვიდეო მტკიცებულება, რომელიც პროკურატურას აქვს წარმოდგენილი კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი და სულ 3-წამიანია. მისი თქმით, ოკმელაშვილი პოლიციელს კი არ დაესხა თავს, თავს და სხვა მოქალაქეს იცავდა ნიღბიანი სამართალდამცავების მხრიდან ძალადობისგან. ვიდეო მტკიცებულების გარდა საქმეში დევს დაზარალებული პოლიციელისა და სხვა სამართალდაცვების ჩვენებები. რაც შეეხება ოკმელაშვილის სახლის ჩხრეკის დროს ამოღებულ ნარკოტიკულ ნივთიერებას, დაცვის მხარე დნმ ექსპერტიზას ითხოვს. წინასასამართლო სხდომა 4 ივლისს ჩაინიშნა, ამ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ.

მეტი...

ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, გადააფარე საქართველოს შენი კალთა. საქართველო, მიყვარხარ! – ილია მეორე

ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, გადააფარე საქართველოს შენი კალთა. საქართველო, მიყვარხარ, – ასე მიულოცა ქაშვეთის ტაძარში შეკრებილ მრევლს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ოჯახის სიწმინდის დღე. „საქართველო გახდა წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. ჩვენ ვმადლობთ უფალს მისი დიდი წყალობისათვის. უფალმა დაავალა ღვთისმშობელს, რომ ყოფილიყო პატრონი საქართველოსი. ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, გადააფარე საქართველოს შენი კალთა. საქართველო, მიყვარხარ“, – აღნიშნა პატრიარქმა. 17 მაისს, საქართველოს საპატრიარქო ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებით, ლოცვითა და გალობით, სასულიერო პირები მრევლთან ერთად, ყველა დიდ ქალაქსა და მუნიციპალიტეტში მსვლელობებს აწყობენ.

მეტი...

„ვაფრთხილებ, თავი შეიკავონ სეპარატისტული ძალების მხარდაჭერისგან“ – ჩინეთის ელჩი

„ჩინეთი მოუწოდებს შესაბამის ქვეყნებს, დაიცვან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ დოკუმენტების პრინციპები და სულისკვეთება, პრაქტიკული ქმედებებით აჩვენონ „ერთი ჩინეთის“ პრინციპისადმი თავიანთი ერთგულება, თავი შეიკავონ „ტაივანის დამოუკიდებლობის“ სეპარატისტული ძალების ნებისმიერი ფორმით მხარდაჭერისგან, რეალურად დაიცვან ტაივანის სრუტეში მშვიდობა და სტაბილურობა“ – აცხადებს ჩინეთის ელჩი საქართველოში ჭოუ ციენი. მისი თქმით, რამდენიმე ქვეყანამ დაადასტურე ე.წ, ინაუგურაციაში მონაწილეობა, რაც სახიფათოა და ყველამ თავი უნდა შეიკავოს სეპარატისტული ძალების მხარდაჭერისგან. „ვაფრთხილებთ დემოკრატიულ-პროგრესული პარტიის ხელმძღვანელობას, რომ გარე ძალებთან გარიგებით „დამოუკიდებლობის“ პროვოკაციების ყველა მცდელობა კრახით დამთავრდება. ქვეყნისა და ერის ინტერესების მოღალატეებს პასუხი ისტორიის წინაშე მოეკითხებათ. ლაი ცინგდეს ე.წ. „ინაუგურაციის ცერემონიის“…

მეტი...