97 ხიდი და 51 გვირაბი – ეს არის რიკოთის უღელტეხილის გზის მშენებლობის მონაკვეთი, რომლის 36 კმ გზა უკვე გახსნილია. აშენებულია 89 ხიდი და გაჭრილია 50 გვირაბი.
სწორედ ეს არის აღოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი დერეფანი, რომელიც გადაადგილებას დროში მაქსიმალურად ამცირებს.
ზესტაფონის შემოვლითი გზის მონაკვეთი უკვე გახსნილია, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე თბილისიდან ბათუმში ჩასვლა 3 საათნახევარშია შესაძლებელი. ანალოგიურად შემცირდა დრო აღმოსავლეთ საქართველოდან დასავლეთ საქართველოში.
სამშენებლო სამუშაოები გრძელდება მაგისტრალის 66,1 კმ-ზე.
ეს არის თანამედროვე კომუნიკაცია საქართველოს მომავლისთვის.