ამ დროისთვის „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარეობის არჩევნებში მონაწილეობა 9363 ადამიანმა მიიღო

„საარჩევნო კომისიის საბოლოო შეფასების შედეგად არჩევნებზე დაიშვა 49 638 ადამიანი, ანუ პირველადი სიიდან ამოღებულ იქნა 118 ადამიანი“ – აცხადებს პარტიის ერთ-ერთი ლიდერი კობა ნაყოფია. მისი შეფასებით, ყველაფერი მოწესრიგებულად მიდის.

„საარჩევნო კომისიის საბოლოო შეფასების შედეგად არჩევნებზე დაიშვა 49 638 ადამიანი, ანუ პირველადი სიიდან ამოღებულ იქნა 118 ადამიანი. გაფილტვრის ჯგუფს მოუწია ძალიან მცირე დროში მუშაობა და არ გამოვრიცხავ, ერთეული შემთხვევები შესაძლოა, გაიპაროს. ყველა ადამიანი არის იდენტიფიცირებული. იყვნენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც წარმოადგენდნენ სხვა პოლიტიკურ პარტიებს და ზოგიერთი პარლამენტის წევრიც. არ გამოვიდა ეს ამბავი სამწუხაროდ მათთვის. პროცესი მიმდინარეობს კარგად, აქტივობა არის ძალიან მაღალი ამ წუთისთვის უკვე მონაწილეობა 9363 ადამიანმა მიიღო. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ამ არჩევნებში მონაწილე ადამიანების ფარულობა სრულად არის უზრუნველყოფილი. ვერასდროს ვერავინ გაიგებს, ვინ მიიღო ამ არჩევნებში მონაწილეობა და ვინ ვის მისცა ხმა. ეს არის გამორიცხული“ – აღნიშნა ნაყოფიამ.

მისი თქმით, ქვეყააში სწორედ ამ სისტემით უნდა ტარდებოდეს არჩევნები.

„თუ ჩვენს ქვეყანაში ასე გამჭვირვალედ, ასე ორგანიზებულად და ასეთი სისტემით ჩატარდება არჩევნები, მე ვიქნები პირველი, ვინც შედეგებს ეჭვქვეშ არ დავაყენებ, გამოვალ და მივესალმები. თქვენ, ხედავთ როგორ მოწესრიგებულად და კარგად მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი და დარწმუნებული ვარ ასევე დასრულდება“ – აღნიშნა მან.

 

მსგავსი თემები