თსუ-ს ეზოში სადაც სტუდენტები კობახიძეს ელოდებოდნენ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში, სადაც სტუდენტები საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს ელოდებოდნენ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. როგორც სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთი ორგანიზატორი ნიკო მანაგაძე აცხადებს, უნივერსიტეტის წინ მათ ადამიანების გარკვეული ჯგუფი დახვდათ და სტუდენტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

„გადავწყვიტეთ უნივერსიტეტის წინ შევკრებილიყავით და პროტესტი გამოგვეთქვა, თუმცა ხედავთ რომ ზონდერები არიან მობილიზებულები და პირდაპირ ფიზიკურ კონტაქტში შემოდიან. პოლიციის მხრიდან არანაირი ადეკვატური რეაგირება არ იყო, მხოლოდ შუაში ჩაგვიდგნენ”, – განაცხადა ნიკო მანაგაძემ.

ცნობისთვის, თსუ-ს მე-2 კორპუსის წინ შეკრებილები არიან სტუდენტები, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიღებულ კანონს აპროტესტებენ. თსუ-ს ეზოში იმყოფებიან „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებიც.

მსგავსი თემები