ორბანის განცხადებით, პუტინს არჩევნებში წაგების ეშინია და უკრაინაში ომზე უარს არ იტყვის

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ომზე უარს არ იტყვის, რადგან მოახლოებულ არჩევნებში წაგების ეშინია.

ორბანის თქმით,  პუტინს ესმის, რომ უკრაინაში დამარცხების შემთხვევაში, ის ვერ მოიგებს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებს, თუნდაც მასობრივი გაყალბებით.

მისივე განცხადებით, რუსეთმა ისტორიულად აჩვენა, რომ ომების დასაწყისში ის სუსტია „კორუფციის, დაუდევრობის, მეთაურების არაკომპეტენტურობისა და საშინელი ტაქტიკური შეცდომების“ გამო, მაგრამ „ძალიან მალე იცვლება, ძალების მობილიზებას ახდენს და სწრაფად სწავლობს“.

რაც შეეხება რუსეთის მიზნებს, ორბანი აღნიშნავს, რომ საქმე  არა უკრაინის სრულ დაპყრობას, არამედ ბუფერული ზონის შექმნას ეხება, დაახლოებით, დონბასში კონტაქტის ხაზის გასწვრივ.

მსგავსი თემები