ჩინეთი ამერიკას „ჭარბი წარმოების“ პრობლემაზე სპეკულირებაში ადანაშაულებს

“ჩინეთის განვითარების შეკავების მიზნით, ზოგი ქვეყანა შეერთებული შტატების მეთაურობით, აგრძელებს „ტაივანის კოზირით“ პოლიტიკურ მანიპულირებას, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოება ამას კარგად ხედავს” – აცხადებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ჭოუ ციენი.

ელჩის შეფასებით, მსგავსი ქმედებები  ქვეყნების უმრავლესობის კონსენსუსს ვერ აზიანებს.

“ბოლო დროს შეერთებული შტატები, ზოგიერთ მოკავშირესთან ერთად, ჩინეთის ეკონომიკურ და სავაჭრო საკითხებზე, განსაკუთრებით ე.წ. „ჭარბი წარმოების“ პრობლემაზე სპეკულირებას ცდილობს. ბოლო დროს ჩინეთში განხორციელებული ვიზიტების შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და ხაზინის მდივანმა ჯანეტ იელენმა ალტერნატიული ენერგიის ინდუსტრიაში ჩინეთის „ჭარბი წარმოების“ საკითხზე აქცენტის გაკეთება დაიწყეს. მათ ჩინეთი „ჭარბი ნაწარმის“ ექსპორტსა და „არაკეთილსინდისიერ კონკურენციაში“ დაადანაშაულეს“ – განაცხადა ელჩმა.

რაც შეეხება რეალურ მდგომარეობას, როგორც ჭოუ ციენი განმარტავს,  რეალობა ის არის, რომ საერთაშორისო ბაზარზე ჩინური ელექტრომობილების დეფიციტია და მოთხოვნა უფრო მეტია, ვიდრე მიწოდება.

„ინდუსტრიის ამ დარგში წარმოებული პროდუქცია ძირითადად ჩინეთის შიდა ბაზარს მიეწოდება და ექსპორტზე დიდი მასშტაბით არ გადის. 2023 წელს ჩინეთმა ალტერნატიულ ენერგიაზე მომუშავე 9.587 მილიონი ავტომობილი აწარმოა. აქედან, 9.495 მილიონი ერთეული გაიყიდა. გაყიდვების 87.3% შიდა ბაზარზე მოდიოდა, ხოლო ექსპორტზე მხოლოდ 12.7% გავიდა. 2023 წელს ევროპაში ჩინური ელექტრომობილების საშუალო გასაყიდი ფასი 31,000 ევროს აჭარბებდა, რაც შიდა ფასზე გაცილებით მაღალია, ამიტომ „ფასების დამახინჯების“ პრობლემა რეალობას საერთოდ არ წარმოადგენს” – აღნიშნა ელჩმა.

„ტაივანი არასდროს ყოფილა სახელმწიფო და არც იქნება“ – ჩინეთის ელჩი

 

მსგავსი თემები