ირანში უპილოტო თვითმფრინავით თავდასხმა განხორციელდა

ირანში ვითარება უკიდურესად დაძაბულია. ირანული მხარის ინფორმაციით,  ქალაქ ისპაჰანის სამხედრო ქარხანაზე  უპილოტო თვითმფრინავით თავდასხმა განხორციელდა.

ირანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის, თუმცა, დაზიანებულია სამხედრო და სამრეწველო ობიექტები.

„საბედნიეროდ, ამ წარუმატებელ თავდასხმას არ მოჰყოლია მსხვერპლი და მცირე ზიანი მიაყენა ქარხნის სახურავს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ირანში წუხელ აფეთქებების ხმა ისმოდა. ირანული მხარე არ აცხადებს,  თუ ვინ შეიძლება იყოს ეჭვმიტანილი თავდასხმის განხორციელებაში.

 

მსგავსი თემები