„მოვუწოდებ ევროკომისიასა და ევროკავშირს დაუყოვნებლივ მოამზადონ სანქციები“-  ევროპარლამენტარი

„საქართველო არ არის რუსეთი, საქართველო ევროპაა და კანონი, რომელიც მიიღეს, უნდა იყოს გაწვეული პარლამენტის მიერ. ამიტომ, მე მოვუწოდებ ევროკომისიასა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს დაუყოვნებლივ მოამზადონ სანქციები ბატონი ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის და შალვა პაპუაშვილის წინააღმდეგ“- ვიდეო მიმართვას ავრცელებს ევროპარლამენტარი თიის როიტენი.

X-ზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში როიტენი აცხადებს, რომ კანონი რომელიც საქართველოს ხელისუფლება  მიიღო გაწვეული უნდა იქნეს.

„საქართველო არ არის რუსეთი, საქართველო ევროპაა და კანონი, რომელიც მიიღეს, უნდა იყოს გაწვეული პარლამენტის მიერ. ამიტომ, მე მოვუწოდებ ევროკომისიასა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს დაუყოვნებლივ მოამზადონ სანქციები ბატონი ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის და შალვა პაპუაშვილის წინააღმდეგ. აგრეთვე, იმ დეპუტატების წინააღმდეგ, რომლებმაც კანონის მიღებას მხარი დაუჭირეს და მათ წინააღმდეგაც, ვინც ვეტოს დადების შემდეგ კანონის მიღებას მაინც დაუჭერს მხარს“- ამბობს ვიდეო მიმართვაში ევროპარლამეტარი.

ის ასევე მოუწოდებს ევროკომისიას და წევრ ქვეყნებს შეაჩერონ ნებისმიერი მაღალი დონის ჩართულობა საქართველოს მთავრობასთან.

მოვუწოდებ ევროკომისიას და წევრ ქვეყნებს, შეაჩერონ ნებისმიერი მაღალი დონის ჩართულობა საქართველოს მთავრობასთან…ევროკავშირმა უნდა გამოიწვიოს თავისი ელჩი კონსულტაციებისთვის. კიდევ ერთხელ გამოვხატავ ჩემს დიდ აღფრთოვანებას ქართველი ხალხისადმი, რომელიც უკვე კვირებია ქუჩებში დგანან. ისინი ყოველ დღე იცავენ საკუთარ დემოკრატიასა და სურვილს, იყვნენ ევროპის ნაწილი. ჩვენ გავიმარჯვებთ,” – აცხადებს როიტენი.

მსგავსი თემები