„კოვიდის მეშვიდე დღეა, კრიტიკული დღეები გვაქვს“ – გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

„ორჯერ მეტი გადასხმა უტარდება, ვიდრე ადრე“ – აცხადებს გიული ალასანია მედიასთან. პატიმრობაში მყოფი სააკაშვილი დედამ დღეს მოინახულა. მისი თქმით, ვითარება უარესობისკენ მიდის.

„გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, უარს ამბობს გადასხმებზე. რეალურად, 2-ჯერ იმაზე მეტი გადასხმა უტარდება, ვიდრე მანამდე. ერთადერთი ხელოვნურ კვებაზე ამბობს უარს… კოვიდის მეშვიდე დღეა, კრიტიკული დღეები გვაქვს, ამიტომ 38.4 ჰქონდა ტემპერატურა და აქვს ხველება. ერთადერთი, ხელოვნურ კვებაზე ამბობს უარს. ინვალიდის ეტლს იყენებს, 2 ნაბიჯს ვერ დგამს აბაზანამდე. ვერ დგამს ფეხს, ლამის ჩემი წონა გახდა ამ სიმაღლე ადამიანი“, – აღნიშნა ალასანიამ კლინიკის დატოვების შემდეგ.

 

მსგავსი თემები