მიხეილ სააკაშვილი აწონეს და 69კგ და 700 გრამია

ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი დღეს დილით აწონეს და პაციენტი 69 კგ და 700 გრამს იწონის. „თუ ასე გაგრძელდება, ხვალ იქნება 68, ზეგ – 65“ – აცხადებს ჩხაიძე.

მისი თქმით, პაციენტი ძირითადად მწოლიარე მდგომარეობაშია.

„მკურნალობაში ორი კომპონენტია – სამედიცინო მხარე, რომელიც ცდილობს, პაციენტს დაეხმაროს და პაციენტი, რომელიც უნდა ეცადოს, რომ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდეს. ამ შემთხვევაში, თანხვედრა არ გვაქვს. გიული ალასანიას შესვლის უფლება აქვს და მოვუწოდებ, პაციენტი დაარწმუნოს, დაექვემდებაროს რეკომენდაციებს და მიიღოს დანიშნულება. ის გადაადგილდება დამხმარე საშუალებების გამოყენებით, ძირითადად, მწოლიარე მდგომარეობაშია“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ მედიასთან.

 

მსგავსი თემები