პერსონალურ მონაცემთა სამსახური სააკაშვილის ვიდეოს გასაჯაროების საკითხ იკვლევს

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური კლინიკა „ვივამედში” მყოფი მიხეილ სააკაშვილის ვიდეოს გასაჯაროების საკითხზე მოკვლევას აწარმოებს. როგორც სამსახურის უფროსი ლელა ჯანაშვილი აცხადებს, გადაწყვეტილება აპრილამდე გამოცხადდება.

„ამ საკითხზე სამართლებრივ პოზიციას წინმსწრებად ვერ დავაფიქსირებ იმდენად, რამდენადაც აღნიშნულ საქმეზე მიმდინარეობს შესწავლა. მალე, სამსახური აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ამცნობს. მოკვლევა დაწყებულია და მიმდინარეობს შესწავლა. სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტი ახორციელებს შესწავლას. აპრილამდე დასრულდება”, – განაცხადა ლელა ჯანაშვილმა.

 

მსგავსი თემები