თავდასხმა აზერბაიჯანის საელჩოზე – რას აცხადებს დაკავებული

მამაკაცი, რომელიც თეირანში აზერბაიჯანის საელჩოში შეჭრის ფაქტზე დააკავეს, აცხადებს, რომ უკვე 9 თვეა მისი ცოლი საელჩოშია დაკავებული.

თეირანის პოლიციის უფროსის, გენერალ ჰოსეინ რაჰიმის განცხადებით, დაკავებული აზერბაიჯანელ ქალზე იყო დაქორწინებული.

ირანის საგარეო უწყების პრესსპიკერმა, ნასერ კანანიმ თავდასხმა დაგმო და აღნიშნა, რომ დამნაშავეს „პირადი მოტივები“ ამოძრავებდა.

ცნობისთვის, დღეს დილით თეირანში მდებარე აზერბაიჯანის საელჩოზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა, 1 ადამიანი კი დაშავდა.

მსგავსი თემები