„ვნანობ, რომ შს მინისტრი მაშინ არ გავათავისუფლე“ – სააკაშვილი გირგვლიანის მკვლელობაზე

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი გერმანულ „შპიგელთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ერთ-ერთი, რასაც ის ნანობს, სანდრო გირგვლიანის საქმე და შს მინისტრის პოზიციაზე დატოვებაა.

„2004 წელს საქართველო შეუმდგარი  სახელმწიფო იყო, უმოქმედო ინსტიტუტებით. ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში მშპ გაოთხმაგდა, კორუფცია თითქმის გაქრა და ევროპული ინტეგრაციის გზას დავადექით. სამწუხარო შემთხვევებიც იყო, როგორც ბანკირ გირგვლიანის შემთხვევა, რომელიც არაობიექტურად შუქდებოდა. დღეს ვნანობ, რომ შს მინისტრი მაშინ არ გავათავისუფლე“ – აცხადებს სააკაშილი ინტერვიუში.

სააკაშვილის თქმით, ვინც საქართველოში მისი ჩაოსვლა დაგეგმა, შესაძლოა, რუსეთის აგენტები იყვნენ

მსგავსი თემები