,,უკრაინა ყველაფერს აკეთებს, რათა მისმა ზეწოლამ გადაწონოს  ოკუპანტების თავდასხმის შესაძლებლობები”- ზელენსკი

,,უკრაინა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მისმა ზეწოლამ გადაწონოს რუსი ოკუპანტების თავდასხმის შესაძლებლობები,” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მცდელობა, დააბრუნოს რუსი სპორტსმენები შეჯიბრებებსა და ოლიმპიურ თამაშებზე, არის მცდელობა მთელ მსოფლიოს უთხრა, რომ ტერორი შეიძლება იყოს მისაღები.

„დღეს მე გავუგზავნე წერილი ბატონ პრეზიდენტ მაკრონს სწორედ ამასთან დაკავშირებით. პარიზის ოლიმპიადისთვის მზადებისას დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ რუსეთი ვერ გამოიყენებს მას ან სხვა საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებას აგრესიის ან საკუთარი სახელმწიფო შოვინიზმის პროპაგანდისთვის. მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში ევროპაში ძალიან ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული, რამაც საშინელი ტრაგედიები გამოიწვია. იყო მძიმე ოლიმპიური შეცდომაც, ოლიმპიური მოძრაობა და ტერორისტული სახელმწიფოები არ უნდა იკვეთებოდეს ერთმანეთთან“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

მსგავსი თემები